დღეს - 23 ოქტ
სტარტი
ქსელებთან ურთიერთობის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კვების პროდუქტების იმპორტიორი / სადისტრიბუციო კომპანია ევერესტი 2010 (ბაზარზე 30 წლის მუშაობის გამოცდილებით, ჩამოყალიბებული დისტრიბუციით, ინფრასტრუქტურით, პარტნიორული კავშირებით არსებულ მაღაზიებთან და ქსელებთან) აცხადებს ვაკანსიას Key Account Manager (ქსელებთან ურთიერთობის მენეჯერი) პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:
  • მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ მაღაზიებთან და ქსელურ ობიექტებთან;
  • ქსელებში ასორტიმენტის და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
  • ობიექტებში პროდუქციის შეკვეთების, ნაშთების, პროდუქციის ვადების კონტროლი და ანალიზი;
  • ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის მაქსიმალურად უზრუნველყოფა და მერჩენდაიზინგის კონტროლი;
  • ობიექტებში აქციების დაგეგმვა და ეფექტურად ჩატარების უზრუნველყოფა;
  • ობიექტებში მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, შესრულება და კონტროლი;
  • ობიექტების დავალიანებების კონტროლი და ანალიზი;
  • დაქვემდებარებული გუნდის (პრისეილერი, ექსპედიტორი, მერჩენდაიზერი და სხვა) მართვა, კონტროლი, მათ მოტივაციაზე ზრუნვა. კადრების მოძიებაში ჩართულობა და ტრეინინგი;
  • ხელმძღვანელობის ყველა იმ დავალების შესრულება, რომელიც აუცილებელია საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების გადასაჭრელად.

მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელი პირობაა ქსელებთან ურთიერთობის და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • მოლაპარაკების წარმოების, ინფორმაციის დამუშავების, გადამოწმების, წერილობით და ზეპირად გამართულად გადაცემის უნარი;
  • კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის უნარი;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების და მოწყობილობების ცოდნა;
  • მართვის მოწმობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ მეილზე: info@thc.ge
გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი)
ნახვები 6
უნიკალური ნახვები 6