დღეს - 23 ოქტ
სტანდარტი
საწყობის ოპერატორი
თბილისი, დიღმის მასივი, ესმა ონიანის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მედიქალ ვორლდი 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია მედიქალ ვორლდი ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის სახელითაა ცნობილი
“Medical World Spa&Wellnes”კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან მედიქალ ვორლდის ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.
მედიქალ ვორლდის გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

“მედიქალ ვორლდი” აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ესმა ონიანის 32
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00)
ანაზღაურება : გამოცდილების მიხედვით (ფიქსირებული)


ძირითადი მოვალეობები:
  • შესყიდული მასალების დასაწყობება და აღრიცხვა;
  • მასალების გაცემის და მიღების პროცედურის დაცვა;
  • საწყობის ნაშთების კონტროლი;
  • საწყობის პერიოდული აღწერა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
  • სასაქონლო ზედნადების დამუშავება და RS-ზე აქტივაცია;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველი);
  • MS Office, MS Excel ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:
  • სიზუსტე, აკურატულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლიანი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი.

ჩვენთან დაგხვდებათ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
  • ეფექტურ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა (თანადაფინანსება);
  • FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;

ბენეფიტები:
  • -50%–იანი ფასდაკლება ანალიზებზე ( ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც )

კანდიდატები, გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
  • რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება


ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ–გვერდზე: mworld.ge
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები 15
უნიკალური ნახვები 14