დღეს - 23 ოქტ
სტარტი
დაცვის თანამშრომელი
რუსთავი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 511 25 10 05
შპს „პალატი“, პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ფანერას და ბიო საწვავს, აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

ფუნქცია მოვალეობები:
  • ყოველდღიურად კომპანიის/წარმოების პერიმეტრის შემოვლა და მონიტორინგი;
  • ცვლის მიღება/გადაბარება;
  • ობიექტში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
  • შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზების გამოავლინა და აღმოფხვრა;
  • ობიექტზე მყოფი ვიზიტორების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მუდმივი კომუნიკაციის ქონა ადმინისტრაციულ მენეჯერთან;
  • საწყობში სამუშაო პროცესზე დაკვირვება და კონტროლი;
  • მოსალოდნელი ხანძრის ან განგაშის საშიშროების კონტროლი, უსაფრთხოების დაცვის მიზნით მუდმივი მზადყოფნა;
  • კამერების მუდმივი მონიტორინგი გაწერილი სტანდარტების მიხედვით;
  • კანონდარღვევის ან შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, მოკლე და ზუსტი მოხსენების შედგენა;
  • უშუალო ხელმძღვანელისთვის ქურდობის, რაიმე სახის ინციდენტის, უბედური შემთხვევის, ხანძარის და სხვა ინფორმაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • ხელმძღვანელთან სამსახურის საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშის წარდგენა;
  • ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი;

სამუშაო გრაფიკი - თვეში 15 დღის ცვლა ან 4 დღეში ერთხელ 24 საათი;
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4.

თუ ეძებ სამსახურს, სადაც შეძლებ შენი კარიერის განვითარებას, ახალ ეტაპზე გადასვლას და აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. გამოგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: HR@palatillc.com და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება - დაცვის თანამშრომელი რუსთავში,
ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე : +995 511 25 10 05 ;
უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი)
ნახვები 12
უნიკალური ნახვები 8