დღეს - 23 ოქტ
კონსულტანტი
თბილისი, საბურთალო
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 850 + ბონუსი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577 22 66 40
კომპანია ,,ზღაპარი” 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 47 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.
ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.
თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენთაგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისის ფილიალებში.

სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი: 08:00 -17:00 და 15:00-24:00 საათიანი ცვლები კვირაში ხუთი დღე
ანაზღაურება: 800-850 ₾ + ბონუსი( დამოკიდებულია შერჩეულ ფილიალზე)

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის ფასებზე, სახეობებზე, ვადებზე, აქციებზე და ა.შ.
  • მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქტის შეძენის პროცესში.
  • პროდუქციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა.
  • წესრიგისა და სისუფთავის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გამოცდილება-არ მოეთხოვება (შესწავლა მოხდება ადგილზე)
  • დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურეობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/
ან გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@zgapari.ge ,
ასევე, გასაუბრებაზე ჩასაწერად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 577 22 66 40
გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 1
უნიკალური ნახვები 1