დღეს - 24 ოქტ
სენდვიჩ არტისტი
ბათუმი
  • მოქნილი გრაფიკი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577 06 45 45
ამერიკული კომპანია Subway აცხადებს ვაკანსიას სენდვიჩ არტისტის პოზიციაზე ბათუმის ფილიალებში.

სამუშაო გრაფიკი - სრული და ნახევარი განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • შეკვეთების მიღება/გაცემა და სალარო ოპერაციების შესრულება;
  • სენდვიჩების/ვრეპების/სალათების და სხვა საკვები პორდუქტების მომზადება დროულად და ზედმიწევნით რეცეპტების შესაბამისად;
  • ყავის და სხვა ცხელი და ცივი სასმელების მომზადება;
  • სენდვიჩების ინგრედიენტების მუდმივი კონტროლი და ბარში მარაგების საჭიროებისამებრ გადავსება;
  • კომპანიაში დანერგილი მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათი მაღალი პასუხისმგებლობით შესრულება.

რატომ უნდა გახდე Subway- ს გუნდის წევრი?
  • ჩვენთან მუშაობა საინტერესო და სახალისოა;
  • ჩვენთან შეიძენ უამრავ მეგობარს;
  • ჩვენთან სამუშაო გამოცდილება არ არის მნიშვნელოვანი;
  • ჩვენთან ისწავლი ყველაზე გემრიელი სენდვიჩების და არა მარტო სენდვიჩების მომზადებას;
  • ჩვენთან ღიმილი მთავარია;
  • ერთად უკეთესია და ერთად ვგულისხმობთ შენთან ერთად.

რას გთავაზობთ ჩვენ?
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე;
  • ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
  • Fitpass

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeN2QNJ3vbcPMPEolomCkP0IapomPGHVSFpmJoed2ourTjOgw/viewform ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 06 45 45 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე jobs@subway.ge რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება SUBWAY-ს მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე:jobs@subway.ge

სასტუმრო/რესტორანი/კვება
სწრაფი კვების თანამშრომელი
ნახვები 2
უნიკალური ნახვები 2
მსგავსი განცხადებები
საქართველოს მაშტაბით