დღეს - 24 ოქტ
სენდვიჩ არტისტი
გორის მუნიციპალიტეტი, გორი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ვისოლ ჯგუფის წევრი კომპანია Subway აცხადებს ვაკანსიას სენდვიჩ არტისტის პოზიციაზე გორში.
ფილიალის მისამართი: ცენტრალური ავტომაგისტრალი, სოფ. ტინისხიდის მ/ტ, ვისოლის სავაჭრო კომპლექსში
სამუშაო გრაფიკი - სრული და ნახევარი განაკვეთი
ანაზრაურება - 800-900 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • შეკვეთების მიღება/გაცემა და სალარო ოპერაციების შესრულება;
  • სენდვიჩების/ვრეპების/სალათების და სხვა საკვები პორდუქტების მომზადება დროულად და ზედმიწევნით რეცეპტების შესაბამისად;
  • ყავის და სხვა ცხელი და ცივი სასმელების მომზადება;
  • სენდვიჩების ინგრედიენტების მუდმივი კონტროლი და ბარში მარაგების საჭიროებისამებრ გადავსება;
  • კომპანიაში დანერგილი მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათი მაღალი პასუხისმგებლობით შესრულება.

რატომ უნდა გახდე Subway- ს გუნდის წევრი?
  • ჩვენთან მუშაობა საინტერესო და სახალისოა;
  • ჩვენთან შეიძენ უამრავ მეგობარს;
  • ჩვენთან სამუშაო გამოცდილება არ არის მნიშვნელოვანი;
  • ჩვენთან ისწავლი ყველაზე გემრიელი სენდვიჩების და არა მარტო სენდვიჩების მომზადებას;
  • ჩვენთან ღიმილი მთავარია;
  • ერთად უკეთესია და ერთად ვგულისხმობთ შენთან ერთად.

რას გთავაზობთ ჩვენ?
  • ქალაქ გორიდან ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა:https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeN2QNJ3vbcPMPEolomCkP0IapomPGHVSFpmJoed2ourTjOgw/viewform
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 06 45 45 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე jobs@subway.ge

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება SUBWAY-ს მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: jobs@subway.ge

სასტუმრო/რესტორანი/კვება
სწრაფი კვების თანამშრომელი
ნახვები 4
უნიკალური ნახვები 4
მსგავსი განცხადებები
საქართველოს მაშტაბით