დღეს - 24 ოქტ
ელექტრიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
ცოტა რამ ჩვენი კომპანიის შესახებ: https://www.elplus.ge/index
სამუშაო ადგილი: ცვალებადი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10 სთ- 18 სთ-მდე

ძირითადი მოვალეობები:
  • ელექტროგაყვანილობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • დანადგარების გამართულობის ზედამხედველობა, მუშაობის პროცესში ხარვეზების
  • დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში);
  • დანადგარების და მოწყობილობების სამონტაჟო-სარემონტო სამუშაოების შესრულება;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის, ნახაზების და სქემების წაკითხვა და ანალიზი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ტექნიკური განათლება (სასურველია);
  • სამუშაო გამოცდილება ელექტრიკოსის ან/და მსგავს პოზიციაზე (სასურველია)
  • ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა;
ანაზღაურება:1000 ლარიდან

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდს, კარიერული განვითარების პერსპექტივას!

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@elplus.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
ენერგეტიკა
ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)
ნახვები 6
უნიკალური ნახვები 5