დღეს - 24 ოქტ
სამონტაჟო ჯგუფის ხელმძღვანელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • მართვის მოწმობაB
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას სამონტაჟო ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ცოტა რამ ჩვენი კომპანიის შესახებ: https://www.elplus.ge/index
სამუშაო ადგილი: ცვალებადი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10 სთ- 18 სთ-მდე

ძირითადი მოვალეობები:
  • ობიექტზე სავენტილაციო დანადგარებისა და ჰაერსატარების მონტაჟის
  • პროცესების მართვა;
  • ობიექტზე მომუშავე პერსონალის ზედამხედველობა და მათთვის სამუშაოების
  • მიზნობრივად გადანაწილება;
  • შესასრულებელი სამუშაოებისათვის საჭირო ინსტრუმენტებისა და მასალების
  • საჭიროების განსაზღვრა და მოთხოვნა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ტექნიკური განათლება (სასურველია);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
  • მართვის მოწმობა B კატეგორია. (საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად)

უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა;

ანაზღაურება:1000 ლარიდან

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდს, კარიერული განვითარების პერსპექტივას!

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@elplus.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
ენერგეტიკა
ელექტრო მემონტაჟე
ნახვები 2
უნიკალური ნახვები 2