25 სექ - 05 ოქტ
სტანდარტი
მთავარი ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტი - შპს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".


შპს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

მისამართი - თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი

სამუშაო საათები - 09:00 – 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების მართვა (საგადასახადო პორტალთან შესაბამისობა); ფინანსური და ბუღალტრული დოკუმენტაციების წარმოება;
  • ფინანსური ანგარიშგებისთვის საჭირო მასალების მომზადება და სისტემური მხარდაჭერა;
  • ხაზინის მართვა, საბანკო ოპერაციების შესრულება და კონტროლი;
  • თვის დახურვის ოპერაციების მართვა;
  • საგადასახადო, საპენსიო და სტატისტიკის ანგარიშგების წარდგენა;
  • კომპანიის სააღრიცხვო პროცესების დაგეგმარება და განვითარება (სხვადასხვა დეპარტამენტებთან მუშაობა პროცესების განვითარების მიზნით);
  • ფინანსურ და საგადასახადო აუდიტში მონაწილეობის მიღება;
  • საბრუნავი კაპიტალის მართვა;
  • კომერციული / საოპერაციო აქტივობების კალკულაცია/მართვა;
  • ERP სისტემაში პროცესების გაუმჯობესება, მის განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
  • დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულებაზე მხარდაჭერა;
  • სხვადასხვა დაინიცირებული და აღრიცხვასთან დაკავშირებული პროექტების მართვა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • 1C ERP პროგრამის ცოდნა
  • MS Excel ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;


უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პოზიტიური და ენერგიული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებისადმი ორიენტირებული;


ჩვენ გთავაზობთ:

  • თანამშრომლის წილ საპენსიო შენატანს (2%) ფარავს კომპანია;
  • დაზღვევა;
  • ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე;
  • პერიოდული საჩუქრები და სხვადასხვა აქტივობები კომპანიისგან.


დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა - 05 ოქტომბერი, 2024.

ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი
ნახვები 112
უნიკალური ნახვები 110