25 სექ - 02 ოქტ
სტანდარტი
IT ინჟინერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური

დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას IT ინჟინრის პოზიციაზე კომპანიისთვის, რომელიც მოღვაწეობს ენერგეტიკის სფეროში.


სამუშაო აღწერილობა:

  • უზრუნველყოს ქსელის პრობლემების იდენტიფიკაცია/აღმოფხვრა
  • უზრუნველყოს კრიტიკული პრობლემების დროს ობიექტებზე (ყაზბეგი; კახეთი) ვიზიტი და პრობლემების მოგვარება
  • უზრუნველყოს შპს „ენერგიის“ ოფისის (ოფისების) შესაბამისი ტექნიკური გამართვა
  • უზრუნველყოს დირექტორებთან PC/Peripheral/Software-ზე წარმოქმნილი პრობლემების გამოკვლევა, სწრაფად და ხარისხიანად მოგვარება
  • პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხ.) ინსტალაცია, გამართვა
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება
  • კომპანიაში მიმდინარე ტექნოლოგიური ან IT პროექტებში აქტიური ჩართულობა;
  • პროექტის მიზნების და მისაღები შედეგების განსაზღვრა, კომპანიის მენეჯმენტთან ერთად;
  • პროექტის მიზნების მისაღწევად საჭირო მატერიალური და არამატერიალური რესურსების იდენტიფიცირება;
  • პროექტის ფარგლებში ხარვეზებისა და პრობლემების იდენტიფიცირება. ამ პრობლემების გადაჭრის გზების შემუშავება;
  • მთლიანი პროექტისა და მისი ცალკეული შესრულებული ეტაპის ხარისხის კონტროლი.
  • ზედმიწევნით დაიცვას და შეასრულოს დასაქმებულის საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, კომპანიის შიდა ინსტრუქციები, კორპორატიული სახელმძღვანელო და კორპორატიული ქცევის ნორმები, ორგანიზაციის სხვა შიდანორმატიული დოკუმენტები ან/და ხელმძღვანელის ზეპირი თუ წერილობითი (მათ შორის ელექტრონული ფორმით განხორციელებული) მითითებ(ებ)ი;
  • სისტემატურად ადევნოს თვალყური და დეტალურად გაეცნოს კომპანიის შესაბამის შიდანორმატიულ დოკუმენტებს ან/და ცვლილებებს ამ დოკუმენტებში, საქმის კურსში იყოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული სიახლეების თაობაზე;
  • უზრუნველყოს დაქვემდებარებული თანამშრომლების კონტროლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ზედამხედველობა გაუწიოს მათ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებას, სამუშაო პროცესის კეთილსინდისიერად წარმართვას და დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ როგორც კანონმდებლობით, ისე კომპანიის შიდა პროცედურებითა და პროცესებით ან/და სხვა სახის შიდა ნორმატიული დოკუმენტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და მითითებებთან შესაბამისობას


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია კომპიუტერულ მეცნიერებათა განხრით
  • კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება IT მენეჯერის, ქსელის ადმინისტრატორის პოზიციებზე;
  • ERP, Cisco, VPN მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV გამოხმაურების ღილაკის მეშვეობით.


გისურვებთ წარმატებებს!

ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT სპეციალისტი,
სისტემური ადმინისტრატორი,
ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი),
ტელეკომუნიკაციების მართვა,
IP ტელეფონია
ნახვები 105
უნიკალური ნახვები 101
გაგზავნილი CV-ები 2