დღეს - 24 ოქტ
შენობა ნაგებობების წყალმომარაგება/წყალარინების ინჟინერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას: შენობა ნაგებობების წყალმომარაგება, წყალარინების ინჟინერის პოზიციაზე.
ცოტა რამ ჩვენი კომპანიის შესახებ: https://www.elplus.ge/index
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10 სთ- 18 სთ-მდე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საპროექტო სამუშაოებისა და ვადების განსაზღვრა;
  • შესასრულებელი/შესრულებული სამუშაოს ხელმძღვანელ პირებთან შეთანხმება;
  • დამკვეთებთან კომუნიკაცია;
  • დეპარტამენტებთან კომუნიკაცია
  • მისივე დაქვემდებარებაში მყოფ პროექტანტებზე სამუშაოების გადანაწილება
  • მიმდინარეობის პროცესში ჩართულობა;
  • შესრულებული პროექტის რევიზია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • შენობა ნაგებობების წყალმომარაგება, წყალარინების პროექტირების 3 წლიანი გამოცდილება;
  • პროგრამების ცოდნა Autocad, Archikad, Revit;

პიროვნული თვისებები / უნარები:

  • საქმიანობის სწორად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • მაღალ დონეზე კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;
  • მოლაპარაკების პროცესში დარწმუნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი და პუნქტუალურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი და სხარტი აზროვნება;
  • სოციალურად გახსნილობა და კოლეგიალურობა;

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდს, კარიერული განვითარების პერსპექტივას!

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@elplus.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!

სამშენებლო, უძრავი ქონება
ინჟინერი-არქიტექტორი
ნახვები 2
უნიკალური ნახვები 2