26 სექ - 25 ოქტ
დამლაგებელი
თბილისი
  • ნახევარი განაკვეთი
  • 500
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577 54 12 22
კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.
CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.
კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 65 ქვეყნის 248 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.
CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.
კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.

კავკასიის უნივერსიტეტი დასუფთავების სამსახურში აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.

სამუშაო მოვალეობები:
  • სისუფთავის დაცვის უზრუნველყოფა უნივერსიტეტში;
  • სანიტარულ და ჰიგიენური ნორმების ცოდნა და დაცვა;
  • საჭიროებისამებრ, უშუალო ხელძღვანელის მიერ გაცემული სხვადასხვა მითითებების შესრულება.

დამატებითი მოთხოვნები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ;
  • პუნქტუალობა და დისციპლინირებულობა ;

სამუშაო პირობები:
ორშაბათი-პარასკევი 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი : 08:30-დან - 13:30-მდე ან 13:30 – დან 19:30-მდე. შაბათი 08:00-დან-13:00-მდე ან 13:00-დან 18:00-მდე.

ანაზღაურება: 500 ლარი ხელზე ასაღები.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე : +995 577 54 12 22 ან სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოგვიგზვანოთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.

კავკასიის უნივერსიტეტი იცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, უზრუნველყოფს დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ჩაგვრისაგან თავისუფალ გარემო პირობებს, იზიარებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის (DEI) პრინციპებს და არის ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

დასუფთავება
დამლაგებელი
ნახვები 20
უნიკალური ნახვები 19