26 სექ - 10 ოქტ
სარეზერვო მოლარე-ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • საშუალო განათლება
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „ამბოლი“ წარმოადგენს Georgia Capital PLC (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge; www.facebook.com/amboli.ge

კომპანია „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას სარეზერვო მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო დღეები: პარასკევი - ორშაბათი. (კვირაში 4 დღიანი სამუშაო გრაფიკი)

ძირითადი მოვალეობები:
  • ფინანსური ოპერაციების პროგრამული ასახვა;
  • სასაქონლო ზედნადების და სალარო ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (შემოსავლის/გასავლის ორდერი, გადახდის ქვითარი);
  • სალარო-აპარატის და საბანკო ტერმინალის მოხმარება;
  • დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამული მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • საშუალო/უმაღლესი განათლება;
  • მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ნაღდ ვალუტასთან მუშაობის უნარი.

აუცილებელი უნარები:
  • ორგანიზებულობა;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.


გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2024 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - სარეზერვო მოლარე-ოპერატორი - ქ. თბილისი.

გატყობინებთ, რომ თქვენ მიერ კომპანია „ამბოლი“-სთვის მიწოდებული პირადი სახის ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია „ამბოლი“, როგორც თქვენ პერსონალურ მონაცემებს ასევე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს დაამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და დასაქმებულის შრომითი უნარების შესაფასებლად შემდგომი სამი წლის განმავლობაში."
გაყიდვები
მოლარე
ნახვები 12
უნიკალური ნახვები 12