26 სექ - 25 ოქტ
სტანდარტი
Front-End დეველოპერი/Vue.js
თბილისი, საბურთალო
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
https://www.livecaller.ge/ - პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ბიზნესსა და მომხმარებელს. ონლაინ ზარი, ონლაინ ჩატი, კო
ბრაუზინგი, ომნი არხი და ჩატბოტი თავმოყრილია ერთ სამართავ პანელში,
სადაც ოპერატორს შეუძლია მარტივად და ეფექტურად მართოს მომხმარებელთა მომსახურება.
ჩვენ ვქმნით მომხმარებელზე ორიენტირებულ, მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბიზნესებისთვის.

LiveCaller ეძებს გამოცდილ ფრონტ-ენდ დეველოპერს, რომელსაც აქვს Vue.js-ის სიღრმისეული ცოდნა და შეუძლია რთული ტექნიკური სირთულეებისა და გამოწვევების დაძლევა.

ძირითადი პასუხისმგებლობები:
  • ფრონტ-ენდ არქიტექტურის დაგეგმვა და იმპლემენტაცია Vue.js-ის გამოყენებით.
  • მაღალი ხარისხის, ოპტიმიზირებული და მასშტაბირებადი კოდის წერა.
  • ახალი ფუნქციების შემუშავება და არსებულის გაუმჯობესება.
  • ბექ-ენდ დეველოპერებთან თანამშრომლობა API ინტეგრაციებისთვის.
  • პერფორმანსის ოპტიმიზაცია და ხარვეზების აღმოფხვრა.
აუცილებელი მოთხოვნები:
  • Vue.js-ის პროფესიონალური ცოდნა (Vue2 და Vue3).
  • თანამედროვე Javascript-ის (ES6+) სიღრმისეული ცოდნა.
  • CSS-ის სრულყოფილი ცოდნა (SASS, SCSS, LESS, Tailwind CSS).
  • Vue.js-ით მუშაობის პროფესიული გამოცდილება.
  • HTTP პროტოკოლის მაღალი დონის ცოდნა (CORS, HSTS, CSP, სტატუს კოდები და ა.შ.).
  • RESTful API ინტეგრაციების გამოცდილება.
  • OAUTH და JWT ტოკენების ცოდნა და გამოყენების გამოცდილება.
  • ვერსიების კონტროლის სისტემების (Git) გამოყენების გამოცდილება.
ტექნიკური უნარ-ჩვევები:
  • Vue2, Vue3 (Options API და Composition API)
  • Typescript
  • State management: Vuex, Pinia
  • Build tools: Vite, Webpack
  • Vue Router
  • CSS Frameworks: Tailwind CSS, Element Plus
  • Linting: ESLint
  • HTTP client: Axios
  • Websocket ტექნოლოგიები (e.g., Socket.io, Pusher)
  • Unit testing (e.g., Jest, Vue Test Utils)
  • CI/CD პროცესების ცოდნა

სასურველი უნარები:
  • React / React Native გამოცდილება
  • Docker-ის გამოყენების გამოცდილება


სამუშაო ტიპი: დისტანციური
შპს "ლაივქოლერში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ,
რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს
სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგი ბმულის საშუალებით: https://airtable.com/apphhMNDlfwaSPKQM/pag6anp1FzQyTH0DQ/form
ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროგრამისტი/დეველოპერი
ნახვები 88
უნიკალური ნახვები 84