27 სექ - 26 ოქტ
სტანდარტი
ფინანსური რეპორტინგის/ანგარიშგების და ბიუჯეტირების უფროსი სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 3 წლამდე
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტი - შპს „ქართული აგრო სახლი“ წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ, უმაღლესი ხარიხის ბოსტნეულს და წარმოდგენილია ბაზარზე ისეთი ბრენდებით, როგორიცაა „პლანტა“ და „ქართული მოსავალი“.

შპს „ქართული აგრო სახლი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ფინანსური რეპორტინგის / ანგარიშგების და ბიუჯეტირების უფროსი სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: თბილისი

მოვალეობები:
  • ყოველთვიური, ყოველკვარტალური და წლიური მენეჯერული ანგარიშგების მომზადება, მისი ანალიზი სისრულისა და სიზუსტის შეფასების მიზნით, დეტალური ანალიტიკის წარმოება;
  • ყოველწლიური (საჭიროების შემთხვევაში ყოველთვიური, ყოველკვარტალური) ფინანსური ანგარიშგების მომზადება IFRS სტანდარტებთან შესაბამისობაში, მისი ანალიზი სისრულისა და სიზუსტის შეფასების მიზნით;
  • ფინანსური აუდიტის ჩატარების პროცესში მონაწილეობის მიღება, აუდიტისთვის ანგარიშგების მომზადება, მმართველობითი ანგარიშის შედგენა;
  • კომპანიის წლიური ბიუჯეტის პროცესის მართვა, დაკავშირებულ მხარეებთან აქტიური მუშაობა, დადგენილი სტანდარტით ბიუჯეტის შედგენა;
  • წლის განმავლობაში კომპანიის ბიუჯეტის მონიტორინგი, ყოველთვიური ანგარიშგება დაკავშირებულ მხარეებთან, ანალიზისა და რეკომენდაციების გაცემა;
  • სასაქონლო მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა, როგორც კომისიის წევრი რეკომენდაციების გაცემა;
  • პოლიტიკის, პროცესებისა და პროცედურების შემუშავება/განვითარება ფინანსური სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისობაში;
  • ERP სისტემაში პროგრამული უზრუნველყოფისა და ავტომატიზაციის პროცესში ჩართულობა;
  • სხვადასხვა ფინანსური რეპორტების/მოდელების მომზადება და მიწოდება კომპანიის მენეჯმენტისთვის;
  • სხვადასხვა დაკავშირებულ მხარეებთან მოლაპარაკების წარმოებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ფინანსებისა და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ფინანსების რეპორტინგის მიმართულებით მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება, აუდიტორულ კომპანიაში (განსაკუთრებით BIG 4) ჩაითვლება უპირატესობად;
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და IFRS სტანდარტის ცოდნა;
  • MS office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის უმაღლეს დონეზე ცოდნა;
  • დიდ მონაცემებთან და მის Excel-ში დამუშავებასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ფინანსური მოდელირების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • განსაკუთრებული ანალიტიკური უნარები, დეტალებზე ორიენტირებული;
  • ძლიერი კომუნიკაციის უნარები, მხარეებთან ადვილად ადაპტირების უნარები;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • ERP, Power BI სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენი შეთავაზება:
  • საინტერესო სამუშაო და კომფორტული სამუშაო გარემო
  • კონკურენტული კომპენსაციისა და ბენეფიტების პაკეტი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ულიმიტო სასაუბრო პაკეტი მობილურზე
  • ფასდაკლება კომპანიის პროდუქტებზე

დაინტერესებულ აპლიკანტებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - hr@gah.ge და ელ. ფოსტის “subject”-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსები(ზოგადი)
ნახვები 17
უნიკალური ნახვები 17