დღეს - 08 ოქტ
სტანდარტი
საწყობის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 3000
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საკონსულტაციო კომპანია „IK კონსალტინგი“, პარტნიორი კომპანიისთვის, აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საწყობის მენეჯერი.

ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ხელზე ასაღები - 3000 ლარი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 8 ოქტომბერი, 2024

პოზიციის ძირითადი სამუშაო ფუნქციები:
  • პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი აღწერა პროდუქციის მიღებისას (საქონლის იდენტიფიცირება);
  • პროდუქციის დასაწყობება სპეციფიკისა და ვადების გათვალისწინებით;
  • შეკვეთის გამზადება დოკუმენტში მოთხოვნილი პროდუქციის მიხედვით;
  • პროდუქციის პერიოდული აღწერა და ანგარიშგება;
  • პროდუქციის გასავლის ზედდებულის მომზადება-ატვირთვა;
  • საწყობში არსებული მასალების აღრიცხვიანობის წარმოება;
  • კატალოგებთან მუშაობა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ლოჯისტიკის (კერძოდ, საწყობის) სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით, Excel-ის სრულყოფილი ცოდნა;
  • ანგარიშების გაკეთების უნარი;
  • რუსული ენის ცოდნა;
  • 1 С პროგრამის ცოდნა.

პოზიციისთვის სავალდებულო უნარები:
  • დეტალებისადმი ყურადღება;
  • პასუხისმგებლობა;
  • პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
  • შრომისმოყვარეობა.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მონაცემები შეესაბამება მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე:

ikconsultinggeo@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. გაცნობებთ, რომ IK კონსალტინგისთვის თქვენს მიერ გადაცემული რეზიუმე გამოყენება მხოლოდ რეკრუტინგული პროცესებისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე.
წარმატებას გისურვებთ!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები 19
უნიკალური ნახვები 17