დღეს - 29 ოქტ
მაღაზიის/სერვის ცენტრის მენეჯერი
რუსთავი
  • სრული განაკვეთი
  • 2000 + ბონუსი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია Auto Lab 7 წელია რაც საავტომობილო სერვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებებით ოპერირებს ბაზარზე. Auto Lab ძირითადი საქმიანობა მოიცავს შემდეგს: ავტო-ტექ მომსახურება, მაღალხარისხიანი ავტონაწილების და ორიგინალი ამერიკული საცხებ-საპოხი მასალების რეალიზება, ავტომობილების შეძენა-ჩამოყვანა. Auto Lab გამოირჩევა კლიენტის ინტერესებზე მორგებული მომსახურების მაღალი ხარისხით. კომპანია სთავაზობს მრავალფეროვან და ინოვაციურ სერვისებს დაინტერესებულ ფიზიკურ, თუ კორპორატიულ პირებს.

კომპანია "Auto-Lab" სერვის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის/სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე რუსთავში.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მაღაზიის/სერვის ცენტრის სამუშაო ციკლის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
  • მაღაზიის/სერვისის ცენტრის გუნდის მართვა და დავალებების სწორი დელეგირება;
  • თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
  • სამუშაო პროცესში წარმოშობილი პრობლემური საკითხების სწრაფად გადაწყვეტა და მოგვარება;
  • შეკვეთებთან დაკავშირებული ვადების და დოკუმენტების სიზუსტის კონტროლი;
  • ახალი კონტრაქტორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
  • გაყიდვების მონიტორინგი და მის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
  • სერვისში შემოსული ავტომობილების სწორი კოორდინირება და ტერიტორიაზე განთავსება;
  • ფიზიკურ და იურიდიულ კლიენტებთან ურთიერთობა მაღაზიაში და სერვისში;
  • მესაწყობესთან აქტიური კომუნიკაცია პროდუქციის ნაშთების და დეფიციტების თაობაზე;
  • ინვენტარიზაციის პროცესის დაორგანიზება და მართვა ყოველი თვის ბოლოს;
  • პირადი ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლება;
  • საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გუნდის მართვის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა მინიმუმ საკომუნიკაციო დონეზე;
  • სტრატეგიული აზროვნება;
  • მაღალი ორგანიზებულობის უნარი;
  • გუნდის მართვის სწორი მიდგომების ცოდნა;
  • პრობლემურ სიტუაციების ეფექტურად მართვის და გადაჭრის უნარი;

პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 სთ (1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy.autolab@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ რომ კომპანია Auto Lab-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანია Auto Lab-ის ბაზაში 1 წლის ვადით.
გაყიდვები
ფილიალების ქსელი
ნახვები 11
უნიკალური ნახვები 10