დღეს - 29 ოქტ
უფროსი კონსულტანტი
რუსთავი
  • სრული განაკვეთი
  • 1500 + ბონუსი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია Auto Lab 7 წელია რაც საავტომობილო სერვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებებით ოპერირებს ბაზარზე. Auto Lab ძირითადი საქმიანობა მოიცავს შემდეგს: ავტო-ტექ მომსახურება, მაღალხარისხიანი ავტონაწილების და ორიგინალი ამერიკული საცხებ-საპოხი მასალების რეალიზება, ავტომობილების შეძენა-ჩამოყვანა. Auto Lab გამოირჩევა კლიენტის ინტერესებზე მორგებული მომსახურების მაღალი ხარისხით. კომპანია სთავაზობს მრავალფეროვან და ინოვაციურ სერვისებს დაინტერესებულ ფიზიკურ, თუ კორპორატიულ პირებს.

კომპანია "Auto-Lab" სერვის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას უფროსი კონსულტანტის პოზიციაზე რუსთავში.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და სრული ციკლის მართვა;
  • შოურუმში პროდუქციის სწორი მერჩენდაინზინგი და დეფიციტების შევსების უზრუნველყოფა;
  • პროდუქციაზე ფასების დადების და ასევე ცვლილების შემთხვევაში დროული კორექტირების პროცესის მართვა;
  • გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
  • პროდუქციის მოძიება კონკურენტულ ფასებში;
  • პროდუქციის მოძიება და შეკვეთა მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში;
  • შეკვეთებთან დაკავშირებული ვადების და დოკუმენტების სიზუსტის კონტროლი;
  • პროდუქციის აღწერა თვის ჭრილში სექციის ტერიტორიაზე და ნაშთების კონტროლი;
  • სასაქონლე ნაშთების ინვენტარიზაცია და მკვდარი ნაშთების გაცოცხლება;
  • მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ ჩვევები:
  • საშუალო, უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
  • ავტო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • დისციპლინირებული მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შეფერხებების სწორად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული მუშაობა;
  • დროის მართვის კარგი უნარი;
  • გუნდური მუშაობა;

პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 სთ; (1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი;

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy.autolab@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ რომ კომპანია Auto Lab-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანია Auto Lab-ის ბაზაში 1 წლის ვადით.

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 13
უნიკალური ნახვები 12