დღეს - 29 ოქტ
მენეჯერი
თბილისი, ვერა, გ. ახვლედიანის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ქართული
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ენივეი რომელიც ახორციელებს ამანათების ტრანსპორტირებას ჩინეთიდან საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, მონდომებულ და ლოგიკური აზროვნების მქონე კანდიდატს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს მისაღები ამანათების ასახვას პლატფორმაზე,

გაცემას და მომხმარებლებთან კომუნიკაციას.


მოვალეობები:

  • მისაღები ამანათების დროული და სწორი ასახვა პლატფორმაზე;

  • ამანათების გაცემა მომხმარებლებზე კომპანიის შიდა პროცედურების შესაბამისად;

  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია ტელეფონზე და სოციალურ ქსელებში, მათი კითხვებისა და პრობლემების დროული და ეფექტური გადაწყვეტა;

  • კომპანიის შიდა პროცედურებისა და წესების დაცვა;

  • ყოველდღიური ანგარიშების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;

  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

  • კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

  • გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო.


ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;

  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;

  • მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს.


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე Career.anyway@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ოპერაციების მენეჯერი".


გისურვებთ წარმატებას!


ადმინისტრაცია
ადმინისტრატორი
ნახვები 16
უნიკალური ნახვები 12