01 ოქტ - 21 ოქტ
ვიპ
დახარისხების ჯგუფის ოპერატორი
თბილისი
  • ნახევარი განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ქართული
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"Wejet” აცხადებს ვაკანსიას დახარისხების ჯგუფის ოპერატორის პოზიციაზე.


ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: არასრული (კანდიდატზე მორგებული. მინიმუმ 3 დღე კვირაში)

ანაზღაურება: დღეში 60 ლარი


ფუნქცია/მოვალეობები:

  • ჩამოსული ამანათების აეროპორტში და ოფისებში დახარისხება;
  • ამანათების დასტიკერება;


აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.


აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: Info@Wejet.ge 2024 წლის 20 ოქტომბრამდე

გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


გისურვებთ წარმატებებს!

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საქონლის მიღება/გაცემა,
საწყობი,
საწყობის თანამშრომელი
ნახვები 226
უნიკალური ნახვები 212