დღეს - 30 ოქტ
ლაბორატორიის მიმღებ განყოფილებაში ოპერატორი
თბილისი, დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური,ქართული
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს ,,სამედიცინო ცენტრი ციტო”, 1997 წლიდან დღემდე, უწყვეტად ემსახურება პაციენტებსა და კლინიკებს, ჩაბმულია ჯანდაცვის პროგრამებსა და კლინიკურ კვლევებში.

ჩვენი ძირითადი მისიაა პაციენტთა ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტების დონის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. ამჟამად, ,,ციტო” საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია თოთხმეტ ლოკაციაზე და თავის პაციენტებს სთავაზობს: ლაბორატორიულ და ინსტრუმენტალურ კვლევებს, სხვადასხვა დარგის გამოცდილი და კვალიფიციური ექიმების კონსულტაციებს.


შპს ,,სამედიცინო ცენტრი ციტო“ აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის მიმღებ განყოფილებაში ოპერატორის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  • შესრულებული სამუშაოს შედეგების პასუხის სახით გაფორმება და დანიშნულ დროს პაციენტისთვის ან მესამე პირისთვის გადაგზავნა;
  • ჰემოლიზის და კოლტის შემთხვევაში პაციენტთან ან/და უშუალო ხელმძღვანელთან დაკავშირება და ინფორმაციის მიწოდება;
  • მიღებული მასალის შემოწმება, თუ რამდენად არის დაცული სინჯის აღების წესები და შესაბამისი ქმედებების განხორციელება ლაბორატორიასთან შეთანხმებით;
  • მომართვის ფორმებზე არსებული ინფორმაციის გადამოწმება;
  • ხარისხის მართვის პროცესებში მონაწილეობა;
  • იმ პროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფა, რომელიც განაპირობებს პაციენტის მონაცემების მართვას.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი (სასურველია სამედიცინო განათლება);
  • აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველი გამოცდილება: 1 წელი მსგავს პოზიციაზე;
  • ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემების ანალიზი და სწრაფი რეაგირების უნარი;
  • კეთილსინდისიერება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.


სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღომი.

სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი (მცოცავი გრაფიკი)

ორშაბათი- პარასკევი 09:00-17:00, შაბათი- 09:00-15:00;

ორშაბათი- პარასკევი 11:00-19:00, შაბათი- 11:00- 17:00. (დასვენება: თვეში 1 შაბათი).


დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@cito.ge , ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

სამედიცინო
რეგისტრატურა
ნახვები 17
უნიკალური ნახვები 15