დღეს - 09 ოქტ
ჰესის ელ.მონტიორი
თბილისი, ზაჰესი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 5 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
პოზიციის დასახელება: ჰესის ელ.მონტიორი
კომპანია: სს “ეპ ჯორჯია გენერაცია”
სამუშაო ადგილი: ზაჰესი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 9 ოქტომბერი, 2024 წ.

სს “ეპ ჯორჯია გენერაცია” აცხადებს კონკურსს ჰესის ელ.მონტიორის პოზიციაზე.

მოვალეობები და ვალდებულებები:
  • ელ.დანადგარების და მოწყობილობების სარელეო დაცვისა და ავტომატიკის მუშაობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ელექტროტექნიკური საამქროს უფროსს ან ელექტროტექნიკური ლაბორატორიის ინჟინერს, სათანადო ზომების მისაღებად.
  • ელექტრო დანადგარ–მოწყობილობებში მუშაობის დროს დაიცვას უსაფრთხოების ტექნიკის, სახანძრო უსაფრთხოების და ტექნიკური ექსპლუატაციის წესები.
  • ასრულებს ინჟინერ–ენერგეტიკოსის დავალებებს ელექტროტექნიკური მოწყობილობების მიმდინარე ექსპლუატაციაზე, შეკეთების და ასევე ავარიული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში მისი აღმოფხვრის დროს.
  • საჭიროების შემთვევაში საქართველოს მასშტაბით გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის

მოთხოვნები:
  • საშუალო ტექნიკური განათლება (ელექტრული)
  • სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება.
  • გუნდური მუშაობის უნარი;

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV (აუცილებელია ინგლისურ ენაზე) ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2024 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
ენერგეტიკა
ენერგეტიკა (ზოგადი)
ნახვები 4
უნიკალური ნახვები 4