დღეს - 21 ოქტ
გერმანული ენის პედაგოგი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
პროგრამა/პროექტი:ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა
დასაქმების ტიპი: სერვის კონტრაქტი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4,5 საათი
ხანგრძლივობა: 6 თვე
ადგილმდებარეობა:ქ. თბილისი, თ. ერისთავის ქ. #23

საქართველოს კარიტასი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:გერმანული ენის პედაგოგი

სამუშაო მიზანი:
  • პედაგოგი პასუხისმგებელია პროექტის „ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში გერმანული ენის გაკვეთილების დროულ და ეფექტურ განხორციელებაზე.

სამუშაო ვალდებულებები:
  • დაგეგმოს და განახორციელოს სასწავლო პროცესი პროგრამის მენეჯერთან ერთად;
  • ვალდებულია დაიცვას და მაქსიმალურად ეფექტურად წარმართოს პროექტის ფარგლებში სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და საქმიანობა;
  • ვალდებულია სასწავლო პროცესში ჩართულ მონაწილეებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
  • ვალდებულია დროულად დაგეგმოს ინდივიდუალური გეგმა და იზრუნოს მის განხორციელებაზე;
  • ვალდებულია დაიცვას მონაწილეთა ვინაობის, მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ კონფიდენციალობა.
  • პასუხისმგებელია პროექტის ინვენტარზე;
  • პასუხიმგებელია სისუფთავისა და დისციპლინის დაცვაზე;
  • ვალდებულია სასწავლო პროცესზე პასუხისმგებელ პირს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება, გამოცდილება, უნარები

აუცილებელია:
  • განათლება: პედაგოგის კვალიფიკაცია;
  • სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი;
  • კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება
  • დროის ეფექტური მართვა;
  • უსაფრთხოების პროცედურების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები
აუცილებელია:
  • გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
  • პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
  • სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა
  • პუნქტუალური, საიმედო და სანდო;

განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: mariam.buhagiar@caritas.ge
გთხოვთ დანიშნულებაში (წერილის თემაში) მიუთითოთ: „გერმანული ენის პედაგოგი“.
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 21.10.2024
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge;

მეცნიერება/განათლება
უცხო ენების სპეციალისტი
ნახვები 6
უნიკალური ნახვები 6