დღეს - 30 ოქტ
სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
„პალიტრა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია “გამომცემლობა პალიტრა L“ აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ქოლ-ცენტრში შემომავალი და გამავალი ზარების ოპერირება;
  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური დახმარების გაწევა;
  • ზარების სპეციალურ პროგრამაში სრულყოფილად და უშეცდომოდ აღრიცხვა;
  • პრეტენზიული ზარების იდენტიფიცირება და მოგვარებული პრობლემების სტატუსების მართვა;
  • გამავალი ზარების სხვა და სხვა სატელეფონო პროექტში მონაწილეობის მიღება;
  • მიღებული ინფორმაციის სრულყოფილი ელექტრონული აღრიცხვა;
  • თანამდებობრივი ინსტრუქციისა (გაიდლაინის) და სამუშაო გრაფიკის ზედმიწევნით დაცვა;
  • სხვა, კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავავლებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • აუცილებელია ექსელის საბაზისო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგელობის მაღალი გრძნობა;
  • მომხმარებელზე და დეტალებზე ორიენტირებულობა;

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე. სამუშაო საათები - შეთანხმებით.
ადგილმდებარეობა: თ. იოსებიძის ქუჩა #49;
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1 ნოემბერი.

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების ქოლცენტრი
ნახვები 9
უნიკალური ნახვები 6