01 ოქტ - 30 ოქტ
სტანდარტი
კონტაქტ ცენტრის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას თბილისში კონტაქტ ცენტრის სპეციალისტის (მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის) პოზიციაზე (დღის და/ან ღამის ცვლა).

სილქ ბანკის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც სტაბილური ფინანსური ინსტიტუტისა, გვაძლევს საშუალებას რომ ჩვენი ბანკის თითოეულ მომხმარებელს შევთავაზოთ განსაკუთრებული მომსახურება, რომელიც საშუალებას მისცემს მას უფრო წარმატებული გახადოს საკუთარი საქმიანობა. სილქ ბანკის ხელშეწყობით, ბოლო წლების მანძილზე, შეიქმნა არაერთი ცნობილი ქართული ბრენდი, გაფართოვდა სხვადასხვა ადგილობრივი ბიზნესი.

ჩვენი ბანკის ნებისმიერი მომხმარებელი, მიუხედავად მისი ფინანსური აქტივობისა, ყოველთვის იღებს განსხვავებულ პროდუქტებს, კომფორტულ მომსახურებას, მაღალ საპროცენტო სარგებელს, კომპანიისა თუ პირადი ფინანსური კეთილდღეობის შესაძლებლობას.
შემოგვიერთდი, როგორც მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი და გახდი ჩვენი დინამიური გუნდის ნაწილი!

ეს პოზიცია შენთვისაა იმ შემთხვევაში, თუ:
  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათი დახმარება.
  • ხარ განვითარებაზე ორიენტირებული და მოგწონს დინამიურ გარემოში მუშაობა;
  • სასურველია გქონდეს გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ხარ ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
  • სასურველია დამატებით ფლობდე უცხო ენებს სასაუბრო დონეზე;
  • საბაზისო დონეზე ფლობ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.

ძირითადი ფუნქციები:
  • ბანკში დადგენილი სატელეფონო მომსახურების წესებისა და სტანდარტების დაცვა;
  • კლიენტის საჭირო ინფორმაციით სრულად უზრუნველყოფა, როგორც წერილობით,ასევე, სატელეფონო მომსახურებისას.
  • მომხმარებლების გადამისამართება საჭიროების შესაბამისად.
  • სატელეფონო გამოკითხვებში მონაწილეობის მიღება;
  • მომხმარებლის შენიშვნების დაფიქსირება მათი შემდგომი გათვალისწინების მიზნით;
  • ბანკის დისტანციური არხებით შემოსული საკითხების მომსახურება;
  • მომხმარებლისთვის ონლაინ კონსულტაციის გაწევა;
  • გამავალი ზარების შესრულება საცალო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საბანკო პროდუქტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

დამატებითი ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემო.
  • სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა. (შეთანხმების საფუძველზე)

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი# 2

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkbank.ge;
წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტრადებათ გასაუბრება და ტესტირება.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს „სილქ ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 01 ნოემბერი
ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი
საბანკო
საბანკო(ზოგადი)
ნახვები 90
უნიკალური ნახვები 90