02 ოქტ - 31 ოქტ
სტარტი
ელექტრიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • მართვის მოწმობაB
ვაკანსიაზე გამოხმაურება
„გზაჯვარედინი“ უკვე 16 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების სფეროს ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი საქმიანობის ძირითად სპეციფიკას წარმოედგენს: საგზაო ნიშნების, საყრდენი კონსტრუქციების, შუქნიშნების, საპარკინგე ადგილებისა და გვირაბების მართვის ავტომატური სისტემების, ლითონის თვალამრიდების წარმოების, მონტაჟისა და მონიშვნის სამუშაოები.

გზაჯვარედინი აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის 122
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი (09:00-18:00), პარასკევი 09:00-17:00
სახელფასო განაკვეთი: 1000 (NET)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწარმოსა და კომპანიის ბალანსზე არსებული/დეფექტური ან მწყობრიდან გამოსული დანადგარებისა და ელექტრო ხელსაწყოების დიაგნოსტირება, შეკეთება; მწარმოებლებთან კომუნიკაცია;
  • საწარმოო დანადგარების საინსტალაციო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
  • საპროექტო ლოკაციებზე ვიზიტი, ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების დაგეგმვა, შესრულებისათვის საჭირო რესურსების იდენტიფიცირება და სისრულეში მოყვანა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აუცილებელია;
  • უმაღლესი, პროფესიული განათლება ან/და შესაბამისი სერთიფიკატი ელექტრო-ინჟინერიის მიმართულებით;
  • აუცილებელია მოქნილობა სამსახურებრივი მივლინებების მიმართ;
  • სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;

შერჩევის ეტაპები მოიცავს პირისპირ გასაუბრებასა და პრაქტიკული დავალების შესრულებას.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიაროთ თქვენი CV მითითებულ ელ-ფოსტაზე: hr@crossroad.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „ელექტრიკოსი“.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს „გზაჯვარედინი"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს „გზაჯვარედინი“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში.
ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „გზაჯვარედინი“-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!

ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
ელექტრიკოსი
ნახვები 21
უნიკალური ნახვები 20