02 ოქტ - 01 ნოე
სტანდარტი
საწყობის მენეჯერი / საცალო გაყიდვების მენეჯერი
თბილისი, ვარკეთილი, ხომლელის ქ.
  • სრული განაკვეთი
  • 1400 + ბონუსი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ:
MobileHub წარმოადგენს მობილური მოწყობილობების ტექნიკურ მომსახურებისა და ნაწილების ერთ-ერთ წამყვან ცენტრს საქართველოში. ჩვენ გთავაზობთ როგორც ტელეფონების ნაწილების შეძენას, ასევე მათ მაღალხარისხიან შეკეთებას. ჩვენი პროფესიონალი გუნდი უზრუნველყოფს ეკრანების, კორპუსების, კამერების და სხვა ნაწილების შეკეთებას უმოკლეს დროში. ვთანამშრომლობთ საქართველოს მასშტაბით ონლაინ და ადგილზე შეკვეთების მიღებასა და ადგილზე მიტანის სერვისის მიწოდებით.

MobileHub აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საწყობის მენეჯერი / საცალო გაყიდვების მენეჯერი

სამუშაო აღწერილობა:
  • საწყობში არსებული პროდუქტების ეფექტური მართვა და აღრიცხვა
  • პროდუქციის სწორად დალაგება და დროული მიწოდების კონტროლი საცალო გაყიდვების მიმართულებით
  • პროდუქციის შეკვეთების დამუშავება და გადამოწმება საწყობიდან ონლაინ გაყიდვებისთვის
  • საწყობის ოპტიმალური მუშაობის უზრუნველყოფა და მარაგების მონიტორინგი
  • გუნდთან კომუნიკაციისა და კოორდინაციის წარმოება, რომ გაყიდვებში არ იყოს პროდუქციის უკმარისობა
  • საწყობის დოკუმენტაციის და შესყიდვების მართვა, საჭირო რეპორტების მომზადება

მოთხოვნები:
  • უცხო ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე: ინგლისური და რუსული
  • გაყიდვებში ჩართულობის გამოცდილება სასურველია
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალებზე
  • გუნდში მუშაობის და კომუნიკაციის უნარი

პირობები:
  • მეგობრული და განვითარების ხელშემწყობი სამუშაო გარემო
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა
  • ანაზღაურება: 1400 ლარი + საბონუსე სისტემა
  • სამუშაო გრაფიკი: 9:30-20:00

საკონტაქტო ინფორმაცია: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: MobileHub@gmail.com , სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -,,საწყობის მენეჯერი / საცალო გაყიდვების მენეჯერი"
გაყიდვები
საცალო კლიენტთა მომსახურება
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები 110
უნიკალური ნახვები 104