02 ოქტ - 16 ოქტ
სტარტი
საკრედიტო ადმინისტრატორი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტერაბანკის ბათუმის ფილიალში საკრედიტო ადმინისტრატორს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ გაქვს:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური ან იურიდიული მიმართულებით)
  • საბანკო სფეროში ამავე პოზიციაზე ან საკრედიტო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • საბანკო პროგრამებში (B6 და LMS) მუშაობის გამოცდილება
  • პრობლემების გადაჭრის და გუნდური მუშაობის უნარი
  • დროის მართვის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე

შენი მოვალეობა იქნება:
  • საკრედიტო პროდუქტების პროგრამაში რეგისტრაცია და გაცემა
  • საკრედიტო ხელშეკრულებების მომზადება
  • საკრედიტო პროდუქტის გაცემის შემდგომ შესასრულებელი ქმედების კონტროლი
  • საჯარო რეესტრში, შსს მომსახურების სააგენტოში უზრუნველყოფის რეგისტრაცია, სამართლებრივი დატვირთვისაგან განთავისუფლება და შესაბამისი წერილის მომზადება

სამუშაო პირობები:
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. შაბათი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე
ანაზღაურება: ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე + წლიური ბონუსი შესრულებული საქმიანობის შეფასების საფუძველზე

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება | საკრედიტო ადმინისტრატორი.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
საბანკო
SME საკრედიტო ოფიცერი
ნახვები 50
უნიკალური ნახვები 50