03 ოქტ - 01 ნოე
სტანდარტი
გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1500 + ბონუსი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია „დიბი ლაბს“-ი ეძებს თანაგუნდელს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
კომპანია „დიბი ლაბს“-ი წარმოადგენს პროფესიონალური, კომერციული და HI-FI აუდიო/ვიდეო/განათების სისტემების აპარატურის შოუ რუმს.

შოუ რუმში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქცია : L-Acoustics, MA Lighting , Monitor Audio, Clay Paky , JBL, Genelec , Sennheiser , Funktion-One, Allen &Heath, Dynaudio, Pioneer, JVC, Bowers & Wilkins და ა.შ.
ვეძებთ გუნდის წევრს, რომლისთვისაც განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს აღნიშნული მიმართულებები.

ძირითადი მოვალეობები:
  • შოუ რუმში წარმოდგენილი ბრენდების ტექნიკური და ფუნქციონალური მახასიათებლების დეტალური ცოდნა;
  • შოუ რუმის მომხმარებლების კვალიფიციური მომსახურება;
  • საქონლის მიღება და დასაწყობება;
  • შოუ რუმის სტენდების და გაყიდვების სივრცის შევსება და მოწესრიგება;
  • გაყიდული პროდუქციის შემოწმება, რეალიზაციის გაწერა პროგრამულად და სალარო ტერმინალის საშუალებით;
  • მომხმარებლისთვის საგარანტიო და სატრანსპორტო პირობების გაცნობა;
  • შოუ რუმის და საწყობის აღწერებში მონაწილეობა.
  • თუ გსურთ იმუშაოთ მეგობრულ მაღალ ტექნოლოგიურ გარემოში მაშინ გელოდებით !

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი სრული.

მოთხოვნები :

  • ინგლისური ენის ცოდნა
  • ტექნიკის გაყიდვაში სამუშაო გამოცდილება 1 წელი.

ანაზღაურება 1500 ლარი + ბონუსი


დინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: sales@dblabs.ge

გთხოვთ გაითვალისწინოთ, აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 56
უნიკალური ნახვები 55