02 ოქტ - 15 ოქტ
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისი, დიღმის მასივი, ბოხუას ქ.
  • სრული განაკვეთი
  • 800
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კლინიკა ,,ლიდერმედი“ აცხადებს ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსიას
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21
სამუშო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით - 09:30-დან 17:30 -საათამდე; შაბათს -09:30 -დან - 15:30 -საათამდე;
ანაზღაურება - 800 ლარი ხელზე ასაღები
პლუს თითოეული შაბათის ანაზღაურება - 40 ლარი;

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიაში შემოსულ ზარებზე და შეტყობინებებზე პასუხის დროულად გაცემა
  • პაციენტების მომსახურების ორგანიზება, ექიმთან ვიზიტის გაფორმება პროგრამულად
  • მომხმარებლის კვალიფიციური კონსულტაცია კომპანიის სამედიცინო სერვისების შესახებ
  • ზარების პროგრამული აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში ზარების გადამისამართება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რელევანტური გამოცდილებით;
  • MS Office საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
  • გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
  • ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი, 2024
დაინტერესბულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadermed.ge
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - ,ქოლ-ცენტრის ოპერატორი“

კლინიკა "ლიდერმედი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა

ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი
ნახვები 46
უნიკალური ნახვები 45