02 ოქტ - 31 ოქტ
ფსიქოლოგი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 839 - 1071
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საქართველოს კარიტასი აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე

სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
თანამდებობა: ფსიქოლოგი
მომსახურება/პროექტი: მიუსაფარ ბავშვთა ქვეპროგრამის მობილური ჯგუფი; (კავშირშია მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრტან)
დასაქმების ტიპი:დასაქმებულის სამუშაო დრო ნორმირებულია და განისაზღვრება უშუალო ხელმძღვანელების მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, რომელსაც დასაქმებული ეცნობა ყოველი თვის 01 რიცხვამდე; 24-საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს, მათ შორის უქმე დღეებში, 10:00 საათიდან მეორე დღის 10:00 საათამდე.
ხანგრძლივობა: გრძელევადიანი, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სერგი ჭილაიას ქ. N23

სამუშაო მიზანი:
ქუჩასთან კავშირში მყოფი და რისკის ჯგუფის ბავშვების სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების მოგვარება; მათი რეაბილიტაციის და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა;

ძირითადი მოვალეობები:
  • ველზე მუშაობის პროცესში ადგილზე აფასებს ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტს. იმ შემთხვევაში, თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკი არ ახლავს მობილურ ჯგუფს, დაუყონებლივ აწვდის მას ინფორმაციას ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტის შესახებ;
  • ამყარებს ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას ბავშვებთან;
  • ეხმარება მობ. ჯგუფის სხვა წევრებს (სოც მუშაკი, მძღოლი/მობილიზატორი, თანსწორ-განმანათლებელი) ბავშვებთან კონსტრუქციული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;
  • ადგილზე აფასებს ბავშვებს მათი განვითარებისა და განათლების დონის შეფასების მიზნით და ზრუნავს ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე (საჭიროების შემთხევაში);
  • ბავშვებს აწვდის ინფორმაციას სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე. მაგ: ჯანსაღი ცხოვრების წესთან და სხვა სასიცოცხლო უნარებთან დაკავშირებით;
  • ბავშვებს რთავს არაფორმალური განათლების, გართობისა და სპორტულ აქტივობებში;
  • უშუალოდ მუშაობს ბავშვებთან ინდივიდუალური ან ჯგუფური აქტივობების მეშვეობით;
  • საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს ასწავლის წერა–კითხვას, ანგარიშს და სხვა საბაზისო უნარების განვითარებას.
  • ბავშვის დღის ცენტრის მომსახურებაში ჩარიცხვის შემდეგ, მომსახურების ფსიქოლოგსა და აღმზრდელებს აცნობს ბავშვის საქმეს და საჭიროების შემთხევაში, აგრძელებს მუშაობას ბავშვთან შესაბამის მომსახურებაში.
  • საჭიროების შემთხვევაში მობ. ჯგუფის მძღოლს/მობილიზატორს ეხმარება შესყიდვების განხორციელებაში.
  • საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციას უწევს მობილური ჯგუფის თანამშრომლებს.
  • საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ხელმძღვანელობის სხვა დავალებებს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება - ფსიქოლოგი
  • ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ–ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება;
  • კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:
  • სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა;
  • როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი;
  • წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება;
  • პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური;
  • გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა; ( სასურველია: ქველმოექმედების/მოხალისეობის სფეროს ცოდნა)
  • ემპათიური;

ჰონორარი/ ხელფასი:
ხელზე ასაღები ხელფასი 839 ლარიდან -1071 ლარამდე, კანდიდატის განათლებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე

განსაკუთრებული პირობები:
შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე კანდიდატი ეცნობა ორგანიზაციის „თანამშრომელთა შიდა წესებს და რეგულაციებს“, შიდა პოლიტიკის დოკუმენტებს, როგორიცაა: „ქცევისა და ეთიკის კოდექსი“, „ბავშვთა და მოწყვლად ზრდასრულთა უსაფრთხოების პოლიტიკა“ და სხვ.(პოლიტიკის დოკუმენტები იხ ვებ გვერდზე https://caritas.ge). შრომით ხელშეკრულებაზე ხელმოწერით კანდიდატი ეთანხმება ორგანიზაციის მიერ დამტკიცებულ ყველა პოლიტიკის დოკუმენტს, შრომითი ხელშეკრულების პირობებს და სამუშაო აღწერით განსაზღვრულ თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებას.

განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV ელ. მისამართებზე : vacany@caritas.ge; tamar.sharashidze@caritas.ge
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია და ქალაქი (ვინაიდან იდენტური ვაკანსიაა ქ. თბილისში და ქ. რუსთავში)
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ორგანიზაციის გარეთ გამოქვეყნების თარიღი: 02.10.24-15.10.24

ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo

სამედიცინო
ფსიქოლოგია
ნახვები 26
უნიკალური ნახვები 25