04 ოქტ - 01 ნოე
სტანდარტი
ანაზღაურებადი სტაჟირება ინჟინერიის სამსახურში
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია „ელტეგი“ 2007 წელს დაარსდა და წარმოადგენს ლიფტების, ესკალატორებისა და სხვა ამწე საშუალებების იმპორტიორ, სამონტაჟო და მომსახურე კომპანიას, რომელიც ISO მენეჯმენტის ხარისხის სტანდარტის მიხედვით ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის მიზანია აღნიშნულ სფეროში საქართველოს ბაზარზე ლიდერობა, ინოვაციების ძიება და დანერგვა, მუდმივი განვითარების გზით წინსვლა, პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება და დამკვეთებისათვის მომსახურების მათზე მორგებული პაკეტების შეთავაზება, არსებული მრავალწლიანი გამოცდილების ოპტიმალურად გამოყენების გზით. სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს www.elteg.ge

კომპანია „ელტეგი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ინჟინერიის სამსახურში.

ადგილმდებარეობა: 41 ქეთევან წამებულის გამზ., 0103 თბილისი, საქართველო
გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საინჟინრო გუნდთან ერთად ობიექტის პირველადი დათვალიერებას, აზომვას და შეფასებაში მონაწილეობის მიღება;
  • ინჟინერიის სამსახურში მიღებული დასამუშავებელი პროექტებში მონაწილეობის მიღება;
  • საინჟინრო დაგეგმარებასთან დაკავშირებული პროცესების მართვის სისტემების, პროცედურების და სტრატეგიის შემუშავება/განვითარებაში მონაწილეობის მიღება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით;
  • სასურველია საინჟინრო პროგრამების ცოდნა AutoCAD;ArchiCAD;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკალბელური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: Lkapanadze@elteg.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. CV/რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემების შენახვის ვადაა 3 წელი.
გისურვებთ წარმატებებს!
ინჟინერია
მექანიკოს-ინჟინერი
ნახვები 22
უნიკალური ნახვები 21
მსგავსი განცხადებები
თბილისი, საქართველოს მაშტაბით
საქართველოს მაშტაბით
ბლექ სი პეტროლიუმი