03 ოქტ - 01 ნოე
შესყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
„ნიკს ჰოლდინგ“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
„ნიკს ჰოლდინგ“ გახლავთ მზარდი, შედეგზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ოპერირებს ინვესტიციებისა და ვაჭრობის მიმართულებით ექვსი განსხვავებული ბრენდით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00 საათი, 1 საათი შესვენება;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით;
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
ფუნქცია მოვალეობები:
  • შესყიდვების მართვა, დაგეგმვა;
  • შესყიდვებთან დაკავშირებით ბაზრის შესწავლა და შესაბამისი მომწოდებლისა და პროდუქციის მოძიება;
  • პოტენციური მომწოდებლების ანალიზი, ახალი შესაძლებლობების მოძიება;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების დროულად გაფორმების მხარდაჭერა, მიღება-ჩაბარების აქტების შედგენის უზრუნველყოფა, დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა;
  • შეკვეთის კონტროლი;
  • მოლაპარაკებების წარმოება მომწოდებლებთან მისაღები მომსახურების, ფასებისა და პირობების მისაღებად;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესრულება, მართვა და კონტროლი.

ძირითადი უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • საქმის დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • პრობლემების მენეჯმენტის/გადაჭრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება.

კომპანია გთავაზობთ:
  • კარიერული წინსვლის და დაწინაურების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • Fitpass-ში ჩართვის შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე hr@niksholding.com და სათაურის ველში, მიუთითეთ შესყიდვების მენეჯერი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ,
კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში
შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი
დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური
მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი
თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი
ნახვები 23
უნიკალური ნახვები 22