04 ოქტ - 13 ოქტ
აქტივების მართვის სამსახურის I კატეგორიის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • მივლინება
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ აცხადებს კანდიდატთა შერჩევას გეოინფორმაციული სისტემებისა და აქტივების მართვის დეპარტამენტის აქტივების მართვის სამსახურის I კატეგორიის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მივლინებები საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • განიხილავს და ამუშავებს რეგიონული ფილიალების მიერ წარმოდგენილ მოთხოვნას, აქტივების არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მათი რეაბილიტაცია/ჩანაცვლების შესახებ და უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმების შემდეგ, ამზადებს სარეკომენდაციო დასკვნას;
  • უშუალო ხელმძღვანელთან კოორდინაციაში მონაწილეობას იღებს ქსელების ჰიდრავლიკური რეჟიმების მართვის ოპტიმიზაციის საკითხის განხილვაში;
  • კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში პერიოდულად (ყოველთვიური, კვარტალური და წლიური) წარსადგენი ინფორმაციის ტექნიკური მონაცემების სიზუსტეს;
  • სხვადასხვა სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე უშუალო ხელმძღვანელთან კოორდინაციაში ამუშავებს და ამზადებს სტატისტიკურ ანგარიშ(ებ)ს (მოპოვებული წყალი, რეალიზებული წყალი, აღურიცხავი წყალი (ნორმატიული/ტექნიკური/კომერციული - დანაკარგი));
  • კომპანიის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებთან დაკავშირებული არსებული თუ საპროექტო ინფრასტრუქტურის განთავსების ან/და ტერიტორიის სამომავლოდ შესაძლო გამოყენების გათვალისწინებით, საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო ქონების (მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და ა.შ.) განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და რეაგირება;
  • ასრულებს/ამუშავებს უშალო ხელმძღვანელის მიერ მოცემულ დავალებას. ასევე, კომპეტენციის ფარგლებში ჩართული არის კომპანიაში შემოსული წერილების დადგენილ ვადაში შესრულებასა და საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების განხილვაში;
  • კონტროლს უწევს მიღებული კორესპოდენციის/დოკუმენტაციის დადგენილ ვადებში შესრულებასა და მის ხარისხს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი. პრიორიტეტული - დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების (გეოგრაფია და GIS ტექნოლოგიები, გეოლოგია, გეოფიზიკა), სამშენებლო, სამოქალაქო ინჟინერია, წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულება;
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება ისეთ კომპანიაში/ორგანიზაციაში, რომელიც მოიცავს სამშენებლო სფეროს, სამოქალაქო ინჟინერიას, წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებას, ასევე გეოგრაფიული კვლევებისა და კარტოგრაფიის მიმართულებას, საკადასტრო აგეგმვით/აზომვით სამუშაოებს;
  • სასურველია ხელსაწყოებზე მუშაობის გამოცდილება: მაღალი სიზუსტის გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) ხელსაწყო (Leica, Stonex (ბაზა)) და ტაქეომეტრი (Total Station);
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა, ასევე აუცილებელია სამშენებლო, საინჟინრო სფეროში გამოყენებადი პროგრამების: GIS, AutoCAD და ArchiCAD-ის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა.

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.
კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის (შეიძლება განისაზღვროს უფრო ნაკლები ვადა) ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.
სამშენებლო, უძრავი ქონება
კომპიუტერული გრაფიკა/CAD
ნახვები 0
უნიკალური ნახვები 0