04 ოქტ - 13 ოქტ
აქტივების მართვის დეპარტამენტის აქტივების მართვის სამსახურის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ აცხადებს კანდიდატთა შერჩევას გეოინფორმაციული სისტემებისა და აქტივების მართვის დეპარტამენტის აქტივების მართვის სამსახურის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მივლინებები საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • შემოსული კორესპოდენციების განხილვა, გეოდეზიური ნაწილის შესაბამის კომპიუტერულ პროგრამაში (GIS) შემოწმება, დამუშავება და სათანადო რეაგირების განხორციელება;
  • საქართველოს მთავრობის 2016 წლის 08 აგვისტოს №388 დადგენილების შესაბამისად საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების ჩატარება და სარეგისტრაციოდ ვარგისი პაკეტ(ებ)ის მომზადება;
  • შიდა აზომვითი სამუშაოების ჩატარება და ნახაზ(ებ)ის მომზადებისთვის ინფორმაციის/მასალის შესაბამის კომპიუტერულ პროგრამაში დამუშავება;
  • კომპანიის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებთან დაკავშირებული არსებული თუ საპროექტო ინფრასტრუქტურის განთავსების ან/და ტერიტორიის სამომავლოდ შესაძლო გამოყენების გათვალისწინებით, საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო ქონების (მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და ა.შ.) განკარგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და რეაგირება;
  • ასრულებს/ამუშავებს უშალო ხელმძღვანელის მიერ მოცემულ დავალებას. ასევე, კომპეტენციის ფარგლებში ჩართული არის კომპანიაში შემოსული წერილების დადგენილ ვადაში შესრულებასა და საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების განხილვაში;
  • კონტროლს უწევს მიღებული კორესპოდენციის/დოკუმენტაციის დადგენილ ვადებში შესრულებასა და მის ხარისხს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი. პრიორიტეტულია - დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების (გეოგრაფია და GIS ტექნოლოგიები, გეოლოგია, გეოფიზიკა), სამშენებლო, სამოქალაქო ინჟინერია, წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებები;
  • სასურველია მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი ისეთ კომპანიაში/ორგანიზაციაში, რომელიც მოიცავს გეოგრაფიული კვლევებისა და კარტოგრაფიის მიმართულებას, ასევე საკადასტრო აგეგმვით/აზომვით სამუშაოებს;
  • სასურველია უფლებამოსილების სერთიფიკატი - უძრავი ნივთის საკადსტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებაზე;
  • ხელსაწყოებზე მუშაოების გამოცდილება: მაღალი სიზუსტის გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) ხელსაწყო (Leica, Stonex (ბაზა)) და ტაქეომეტრი (Total Station);
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა, ასევე აუცილებელია სამშენებლო, საინჟინრო სფეროში გამოყენებადი პროგრამების: GIS, AutoCAD და ArchiCAD-ის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა.

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.
კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის (შეიძლება განისაზღვროს უფრო ნაკლები ვადა) ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.

ბუღალტერია/ფინანსები
აქტივების მართვა
ნახვები 0
უნიკალური ნახვები 0