04 ოქტ - 03 ნოე
სტანდარტი
მკვლევარი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას - შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი - მკვლევარი
თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებით
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

სამუშაო აღწერილობა:
  • სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო კვლევების დაგეგმვა და განხორციელება;
  • კვლევების განხორციელების პროცესში ჩართული თანამშრომლების ტრენინგი და მათი საქმიანობის მონიტორინგი საჭიროებისამებრ;
  • კვლევის შედეგად მიღებული თვისებრივი თუ რაოდენობრივი მონაცემების (მათ შორის მეორადი სტატისტიკური მონაცემების) ანალიზი და კვლევის ანგარიშის მომზადება;
  • სააგენტოს მიერ განხორციელებული თუ გარე კვლევების საფუძველზე მცირე ანალიტიკური სტატიების მომზადება;
  • შრომის ბაზრისა და დასაქმების სფეროში მიმდინარე ადგილობრივი კვლევების მონიტორინგი, მათი შედეგების ანალიზი და სააგენტოს საქმიანობაზე მათი გავლენის შეფასება.

საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 01-110/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დებულება";
საქართველოს კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ;
„დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • მაგისტრის ხარისხი სოციალური მეცნიერებების შესაბამის სფეროში: სოციოლოგია, პოლიტოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, ეკონომიკა.
  • ანალიტიკური საქმიანობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
  • რაოდენობრივი მონაცემების დამუშავებისათვის საჭირო სტატისტიკური პროგრამების ფლობა (სასურველია გამოცდილება რომელიმე მითითებულ პროგრამაში SPSS, STATA, R).

უნარები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • წერის ძლიერი უნარი, რომელიც დასტურდება გამოქვეყნებული პუბლიკაციებით, სტატიით და/ან კვლევის ანგარიშებით
  • პრეზენტაციის უნარი
  • კომუნიკაციის უნარი

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
CV
გამოქვეყნებული პუბლიკაციის, სტატიის და/ან კვლევის ანგარიშის ნიმუში;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და ანგარიშის ნიმუში ქართულ ენაზე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sesa_administration@moh.gov.ge .
გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
მეცნიერება/განათლება
მათემატიკური/სტატისტიკური კვლევები,
აკადემიური კვლევა
ნახვები 0
უნიკალური ნახვები 0