07 ოქტ - 03 ნოე
ვიპ
გერმანულენოვანი მარკეტინგის სპეციალისტი
თბილისი, საბურთალო, ალ.ყაზბეგის გამზ.
  • სრული განაკვეთი
  • 2600 + ბონუსი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • გერმანული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
Kauffman Corporation აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გერმანულენოვანი გაყიდვების სპეციალისტი
ლოკაცია: თბილისი, საბურთალო, ყაზბეგის 6
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 11:00 - 20:00
ანაზღაურება: 2600 ლარი + ბონუსები

ჩვენს შესახებ:
Kauffman Corporation არის გლობალური ონლაინ გაყიდვების სტარტაპ კომაპანია რომელიც თანამშრომლობს მსხვილ, საცალოდ მოვაჭრე კომპანიებთან. კონცენტრირებულია მომხმარებელთა მომსახურებასა და პროდუქტის მენეჯმენტზე.

სამუშაოს აღწერა:
პოზიცია მოიცავს გაყიდვებსა და ტელემარკეტინგს, მომხმარებლებზე ზრუნვასა და მათ მხარდაჭერას ელექტრონული ფოსტის, ჩატის ან სატელეფონო ზარების საშუალებით.

მოვალეობები:
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია სხვადასხვა არხების საშუალებით.
  • ჩვენი პროდუქტებისა და ვებგვერდის ცოდნა: კითხვებზე პასუხის გასაცემად საფუძვლიანად უნდა შეისწავლოთ ჩვენი პროდუქტები.
  • გუნდთან კომუნიკაცია: საკითხების გადამისამართება სხვადასხვა დეპარტამენტებთან, მათ შორის ტექნიკურ გუნდთან, მარკეტინგთან და სხვა.
  • შეტყობინებები: მომხმარებლების დროული ინფორმირება ნებისმიერი შეფერხების დროს.
  • უკუკავშირი და შეფასება: მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება, მათ შეფასებებზე პასუხის გაცემა და უკმაყოფილო მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მათი პრობლემების გადაჭრა.
მოთხოვნები:
  • გერმანული ენის ცოდნა მინიმუმ A2.
  • პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
  • ყოველთვიურ ბონუსს.
  • საჩუქრებს დღესასწაულებსა და დაბადების დღეზე.
  • სოციალური და ინტერპერსონალური უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობებს.
შერჩევის პროცესი:
  • ონლაინ გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან.
  • ადგილზე გასაუბრება მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელთან.

თუ დაინტერესებული ხართ მზარდ, საერთაშორისო კომპანიაში მუშაობით, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: corporationkauffman@outlook.com
გისურვებთ წარმატებას
გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი),
გაყიდვების ქოლცენტრი
ნახვები 646
უნიკალური ნახვები 581