07 ოქტ - 05 ნოე
ადმინისტრაციული ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია „GeoPaper“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://geopaper.ge/

ძირითადი მოვალეობები:
  • სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • შესყიდვებისა და გაყიდვების თანამშრომლებისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • სხვადასხვა დოკუმენტაციის მოწესრიგება/რეესტრის წარმოება;
  • შეკვეთილი ტვირთის შეუფერხებელი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად თანამშრომლობა ლოჯისტიკის სამსახურთან;
  • სატრანსპორტო კომპანიების ბაზის ფორმირება, მათი მომსახურების ვადებისა და ფასების მუდმივი კონტროლი/ შედარება ოპტიმალური შემოთავაზებების მისაღწევად;
  • ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვებისა და ტრანსპორტირების დოკუმენტების დახარისხება/დაარქივება;
  • კომპანიის სტუმრებთან სატელეფონო და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია;
  • კორესპონდენციის მიღება/ჩაბარების წარმოება;
  • ადგილობრივი შესყიდვების დროულად განხროციელება (საკანცელარიო მიმართულებით);
  • კორპორატიული ნომრების რეგისტრაცია/შეკვეთა/გაცემა/ბაზაში აღწერა/დაბრუნება;
  • სხვადასხვა დავალებების შესრულება ფუნქციონალურ ჭრილში.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • კარგი წერითი უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სიახლის ათვისების უნარი;
  • დროის მართვის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 40 სთ კვირაში
ანაზღაურება: საწყისი 1000 ლარი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ენუქიძის ქუჩა # 7

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@geopaper.ge
ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება,
გისურვებთ წარმატებას!

„რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჯეპ-ის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ამასთან რეზიუმე შეინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.“

ადმინისტრაცია
ადმინისტრაციული თანაშემწე
ნახვები 220
უნიკალური ნახვები 207