შემდეგი
08 ოქტ - დღეს
რენტგენო-ლაბორანტი
თბილისი, ვაკე, კეკელიძის ქ.
- სრული განაკვეთი
- 1000
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
- ქართული,რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: planometric.info@gmail.com
ტელეფონი: +995 598299980
შპს "პლანომეტრიკ" არის დამოუკიდებელი რენტგენო-დიაგნოსტიკური ცენტრი საქართველოში,რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით და მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ხარისხის რენტგენოგრაფიას ყბა-სახის მიმართულებით. შპს "პლანომეტრიკ" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: რენტგენო-ლაბორანტი.
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტებისთვის რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების შესაბამისად;
- სამედიცინო აპარატურასთან მუშაობის წესების სრულყოფილად დაცვა;
- პროცედურასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება.
- პირის ღრუს, კბილებისა და ყბის რადიოლოგია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა რენტგენო-ლაბორანტის მოწმობა ან სერტიფიკატი;
- სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო, საშუალო საექთნო ან საშუალო რენტგენო-ლაბორანტის განათლება;
- სავალდებულოა აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
- უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც აქვთ Planmeca-ს ბრენდის მოწყობილობასთან მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: planometric.info@gmail.com ან
დაგვიკავშირდით ნომერზე - +995 598299980.გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურში.
შპს "პლანომეტრიკი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე planometric.info@gmail.com დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.
სამედიცინო
რადიოლოგია/რედგენოლოგია
ნახვები 95
უნიკალური ნახვები 93