შემდეგი
09 ოქტ - 07 ნოე
ფინანსური დეპარტამენტის ასისტენტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, გუდაური
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@mphospitality.ge
Marco Polo Hotel Gudauri 1988 წელს აშენებული ისტორიული სასტუმროა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებაში.
123-ნომრიანი სასტუმრო ფუნქციონირებს სრული წლის მანძილზე და დამატებით მოიცავს სამ მაღალი კატეგორიის შალეს. Marco Polo Hotel Gudauri-ში განთავსებულია რესტორანი „სოლიკო“, ლობი და ლაუნჯ ბარები, SPA-ცენტრი საუნებითა და დახურული აუზით, ასევე პადელის ღია და დახურული კორტები. სასტუმროში ასევე ხელმისაწვდომია გასართობი ზონა ბოულინგით, რომელიც რეგიონში ერთადერთია.
Marco Polo Hotel Gudauri აცხადებს ფინანსური დეპარტამენტის ასისტენტის ვაკანსიას.
დაქვემდებარება: კომპანიის ფინანსურ დირექტორთან, ფინანსურ კონტროლიორთან
სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
(კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია განთავსება, კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა)
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე, 10:00 - 19:00 სთ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
მოთხოვნები და უნარები:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@mphospitality.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Marco Polo Group Hospitality-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

- მჭიდრო თანამშრომლობა რეგისტრაციების, კვებისა და სასმელების, სპა-ცენტრისა და ობიექტის სხვა დეპარტამენტების მიმართულებით, შემოსავლისა და გადახდის მეთოდების ყოველდღიური აუდიტის წარმოების მიზნით
- თითოეული კატეგორიის ჩეკებისა (მათ შორის და არამარტო: ფასდაკლებული, განულებული/გაუქმებული და სხვა) და შემოსავლების მონიტორინგი, დადგენილ სტანდარტულ საოპერაციო პროცედურებთან თანხვედრის კონტროლი
- შემოსავლების მიღებისა და დარიცხვა-აღრიცხვის კუთხით გამოვლენილი დარღვევების აღმოჩენა და სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შესაბამისი დროული რეაგირების უზრუნველყოფა, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით
- ობიექტის თანამშრომელთა მიერ დარიცხვებისა და ხარჯის ცენტრების სწორად მითითების მონიტორინგი, სათანადო რეაგირება დარღვევებისა და გადაცდენების შემთხვევაში
- ნაღდი და საბარათე გატარებების შესაბამისი ჩეკებისა და რელევანტური დოკუმენტაციის მონიტორინგი
- თვის დახურვის პროცედურების მონიტორინგი, ინფორმაციის სწორად აღრიცხვისა და დაარქივების პროცესების კონტროლი, თანამშრომელთა ხელშეწყობა ინფორმაციის სწორად და ეფექტურად აღრიცხვა/დაარქივების კუთხით
- კონტროლის მექანიზმების დანერგვა და განხორციელება, შემოსავლების სისტემატური აუდიტისა და უშუალო ხელმძღვანელებთან რეპორტინგის კუთხით
- შემოსავლების აუდიტთან დაკავშირებული კომპიუტერული პროგრამების და სისტემების შეფასება, გაუმჯობესებისთვის საჭირო ინიციატივების წარმოდგენა, დანერგვის პროცესის ხელმძღვანელობა
- ფინანსური და სხვა დეპარტამენტის თანამშრომლების დატრენინგება/გადამზადება შემოსავლების აუდიტის პროცედურების კუთხით, საჭიროებისამებრ
- გასაუმჯობესებელ საკითხთა ინიცირება უშუალო ხელმძღვანელებთან
მოთხოვნები და უნარები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკისა და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
- ინგლისური ენის ცოდნა ვერბალური/არავერბალური, სრულყოფილი კომუნიკაციისა და რეპორტინგის დონეზე
- კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა
- პასუხისმგებლიანობა, გუნდური მუშაობის უნარი, ეფექტური კომუნიკაციის უნარები
- ორგანიზებულობა, დისციპლინურობა, პუნქტუალურობა
- სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, მსგავს პოზიციაზე მუშაობის, ბუღალტრულ სისტემასა და Opera/Micros/Materials Control სისტემებში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება
- შიდა აუდიტის პროფესიული კურსის ან/და მსგავსი სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@mphospitality.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Marco Polo Group Hospitality-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსები(ზოგადი)
ნახვები 107
უნიკალური ნახვები 107