შემდეგი
09 ოქტ - 07 ნოე
უსაფრთხოების ოფიცერი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, გუდაური
- სრული განაკვეთი
- 1100
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@mphospitality.ge
ტელეფონი: +995 574406309
Marco Polo Hotel Gudauri 1988 წელს აშენებული ისტორიული სასტუმროა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებაში.
123-ნომრიანი სასტუმრო ფუნქციონირებს სრული წლის მანძილზე და დამატებით მოიცავს სამ მაღალი კატეგორიის შალეს. Marco Polo Hotel Gudauri-ში განთავსებულია რესტორანი „სოლიკო“, ლობი და ლაუნჯ ბარები, SPA-ცენტრი საუნებითა და დახურული აუზით, ასევე პადელის ღია და დახურული კორტები. სასტუმროში ასევე ხელმისაწვდომია გასართობი ზონა ბოულინგით, რომელიც რეგიონში ერთადერთია.
Marco Polo Hotel Gudauri აცხადებს უსაფრთხოების ოფიცრის ვაკანსიას.
დაქვემდებარება: სასტუმროს უსაფრთხოების დეპარტამენტის მენეჯერთან
სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია განთავსება, კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა)
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 12-საათიანი ცვლა, 7 სამუშაო და 7 დასვენების დღე, მონაცვლეობით
ანაზღაურება: 1100 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ქონების (მათ შორის შენობა, ინვენტარი და სხვ.), თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კომპანიისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის შიდა რეგულაციების დაცვით
- ობიექტის სისტემატური ფიზიკური შემოვლა, ხარვეზების დაფიქსირება და სათანადო რეაგირება
- სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ნორმების, პირველადი დახმარების სტანდარტებისა და სასტუმროს საევაკუაციო პროტოკოლის დაცვა, თანამშრომლებისა და სტუმრების დახმარება საგანგაშო მდგომარეობის შემთხვევაში
- თანამშრომელთა წვდომების კონტროლი, სივრცეების მეთვალყურეობა და შესაბამისი ზომების მიღება თანამშრომელთა/უცხო პირთა არაავტორიზებულ სივრცეებში დაფიქსირებისას
- სასტუმროს თანამშრომლების ხელშეწყობა უსაფრთხოების დეპარტამენტის თვალსაზრისით, ეფექტური კომუნიკაცია სტუმრებთან, საჭიროებისამებრ
- თანამშრომლებისა და ვიზიტორების შესვლა-გასვლის მონიტორინგი, სათანადო პროცედურების განხორციელება სტანდარტების შესაბამისად
მოთხოვნები და უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- პასუხისმგებლიანობა
- ორგანიზებულობა, დისციპლინურობა, საგანგებო მდგომარეობასთან ეფექტურად გამკლავების უნარები
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@mphospitality.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 574406309
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Marco Polo Group Hospitality-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი)
ნახვები 102
უნიკალური ნახვები 97