10 ოქტ - 31 ოქტ
სტარტი
აუდიტორის ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს ავერსი–ფარმა აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები
  • კომპანიაში არსებული რისკების იდენტიფიცირების მეთოდებისა და პროცესების შეფასება და მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • არსებულ რისკებთან მიმართებაში, დანერგილი კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება;
  • კომპანიის ფინანსური აღრიცხვის სისტემების ტესტირება სისრულესა და სიზუსტეზე;
  • საქართველოს კანონმდებლობის, კომპანიის შიდა დებულებების, პოლიტიკების, პროცედურებისა და სხვა რეგულაციების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
  • კომპანიის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • განხორციელებული სამუშაოების შესახებ სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების ან აუდიტის განხრით. განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც;
  • სასურველია შიდა ან გარე აუდიტში, ბუღალტერიაში, საფინანსო ან/და ეკონომიკურ სამსახურში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • Excel -ის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • ინგლისური ან/და რუსული ენების ფლობა B2 დონეზე;
  • 1C ERP პროგრამის საბაზისო ცოდნა სასურველია.
  • კომუნიკაბელურობა, დეტალებზე ორიენტირების და დროის მართვის უნარი;
  • პუნქტუალურობა, შედეგზე ორიენტაცია, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00სთ-დან 15.00სთ-მდე
  • ფოტოსურათი 3X4 1ც.;
  • დიპლომის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე:
მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 31.10.2024 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
ბუღალტერია/ფინანსები
აუდიტი
ნახვები 257
უნიკალური ნახვები 253