შემდეგი
10 ოქტ - 08 ნოე
დიასახლისის დამხმარე
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@cityhotels.ge
ტელეფონი: +995 595977967
დასახელება: დიასახლისის დამხმარე
მომწოდებელი: City Hotels
სასტუმროების ქსელი "City Hotels" თბილისში, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის დამხმარეს პოზიციაზე.
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება.
სამუშაო ადგილი: თბილისი (სასტუმრო "City Avenue" - მის: აღმაშენებლის # 140 ბ) და სასტუმრო "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- მის: თამარ მეფის# 24)
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებით უზრუნველყოფას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
- ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
მოვალეობები:
- სასტუმროს ნომრებში დამატებითი საწოლის ატანა/ჩამოტანა;
- სასტუმროს ნომრებში სტუმრის საწოლის შეერთება/განცალკევება;
- სასტუმროს ნომრების სარეცხისა და უნიფორმების სამრეცხაოში გაგზავნა და მიღება;
- ფარდების ჩამოხსნა/დაკიდება;
- მცენარეების მორწყვა;
- ხალიჩების მორეცხვა;
- ოთახების შემოწმება;
- მარაგების დათვლა;
- დეზობარიერების შევსება;
- პერიოდულად სასტუმროს შენობის სისუფთავის ინსპექტირება;
- ნაგვის გატანა;
- წყლების დასაწყობება;
- შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომრომლებთან თავაზიანი და კეთილგანწობილი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებისადმი ყურადღებიანობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პრობლემის დროულად აღმოჩენისა და სწრაფად რეაგირების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და მისი დროულად შესრულების უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
"City hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://www.cityhotels.ge
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge ან დაგვიკავშირდით: +995 595977967
გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
ნახვები 67
უნიკალური ნახვები 67