30 ოქტ - 09 ნოე
სტანდარტი
სტაჟირება - მექანიკოსი
თბილისი
- სტაჟირება
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@geotechnics.ge
კომპანია „ჯეო ტექნიკსი“ 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას სამშენებლო მასალების გადაზიდვა, სპეც.ტექნიკის გაქირავება და რეალიზაცია წარმოადგენს.
მათ, ვისაც აინტერესებს ტექნიკა ან/და სურს ახალი პროფესიის შესწავლა, კომპანია გთავაზობთ სტაჟირებას მექანიკოსის პოზიციაზე;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; აგლაძის #32
საკითხები, რომელშიც ჩართული იქნება სტაჟიორი:
- კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკის (JCB; მობილური ამწეები; სასაწყობე დამტვირთველი და ა.შ.) მუშაობის პრინციპის შესწავლა, დიაგნოსტიკა;
- კომპანიის სარგებლობაში არსებული ტექნიკის შეკეთება/გამართულობაზე ზრუნვა;
ძირითადი მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- სამუშაოს დაგეგმვის და დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ბენეფიტები:
- სტაჟირება არის ანაზღაურებადი;
- სტაჟირების შემდგომ კომპანია უზრუნველყოფს დასაქმებას;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@geotechnics.ge და სათაურის ველში ( subject) მიუთითეთ (სტაჟირება - მექანიკოსი).
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 10 ნოემბერი, 2024 წ.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის !
ავტო-მოტო სერვისი
მსუბუქი მანქანის მექანიკოსი
ნახვები 317
უნიკალური ნახვები 308