10 ოქტ - 08 ნოე
ბიზნეს განვითარების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
SS.ge აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
SS.ge განცხადებების პორტალია, რომელიც რამდენიმე კატეგორიისგან შედგება: უძრავი ქონება, დასაქმება, განათლება, მარკეტი, ავტო, მომსახურება და ფინანსები.
SS.ge-ს მეგობრულ გუნდს გვსურს შემოგვიერთდეს თანამშრომელი ბიზნეს განვითარების მენეჯერის პოზიციაზე მომსახურების რუბრიკის მიმართულებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბაზრის ტენდენციების ანალიზი და კატეგორიის განვითარების შესაძლებლობების განსაზღვრა;
  • კატეგორიის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებაში ჩართულობა და დასახული გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
  • არსებული პროდუქტის/სერვისის ანალიზი, გაუმჯობესება და სიახლეების დანერგვა;
  • მოლაპარაკებების წარმოება კატეგორიის განვითარების ხელშესაწყობად;
  • მუდმივი კომუნიკაცია გაყიდვების, მარკეტინგისა და ციფრული პროდუქტის განვითარების დეპარტამენტებთან;
  • ჩართულობა მარკეტინგულ/დიჯითალ აქტივობებში საიტის კატეგორიის განვითარებისა და ბრენდის ეფექტური პოზიციონირებისთვის;
  • კატეგორიის გაყიდვების ხელშესაწყობად ახალი შესაძლებლობების გამოვლენა;
  • სთეიქჰოლდერებთან აქტიური კომუნიკაცია და რეპორტინგი.
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნეს განვითარების მენეჯერის/პროექტის მართვის/კოორდინატორის პოზიციაზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • საქმის გადანაწილების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიულ ზრდას და კომპანიაში დაწინაურების შესაძლებლობას;
  • პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობას;
  • პროფესიული უნარების გასაუმჯობესებლად ტრენინგ/კურსების დაფინანსებას;
  • ჯანსაღ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ #49.
ანაზღაურება: ფიქსირებული, საბონუსე სისტემა.
რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ.მისამართზე: ana@ss.ge

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: ana@ss.ge
გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 36
უნიკალური ნახვები 36