11 ოქტ - 09 ნოე
სტანდარტი
გეოდეზისტი
თბილისი
საქართველოს მასშტაბით
- სრული განაკვეთი
- 3500
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 5 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@award.ge
შპს ,,AWARD’’ აცხადებს გეოდეზისტის ვაკანსიას.
პოზიციის დასახელება:გეოდეზისტი
ორგანიზაცია:შპს AWARD
სამუშაო ადგილი:თბილისი-რეგიონები
სამუშაოს ტიპი:სრული განაკვეთი
ხელფასი:3500 ლარი
მოვალეობები:
- სამშენებლო მოედანზე ან მიმდებარე ტერიტორიებზე, სათანადო კვლევების განხორციელება;
- სათანადო საველე ტოპოგრაფიული (ორთო) სამუშაოების განხორციელება;
- საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილების შემთხვევაში ან ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, სათანადო საშემსრულებლო დოკუმენტაციისა და პროექტის ტექნიკური და ახალი მიერთებების პროექტების დამუშავებაში მონაწილეობა;
- დაკვალვითი სამუშაოების შესრულება, როგორც ტაქეომეტრით, ასევე GPS მიმღების გამოყენებით;
- GPS ხელსაწყოთი გეოდეზიური ნიშნულების აღება;
- ტახეომეტრით ტოპოგეოდეზიური სამუშაოების ჩატარება;
- სქემატური ნახაზების შედგენა;
- ორთოფოტოების მომზადება;
- კომუნიკაციების ნიშნულების ზუსტად განსაზღვრა;
- აღებული კოორდინატების რუკებზე დატანა;
- შესრულებული სამუშაოს ზუსტი აღრიცხვა;
- ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება;
პროფესიული მოთხოვნები:
- აღნიშნული პროფილით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და შესაბამისი საჭიროების პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office, Archicad, Autocad);
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილების ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@award.ge
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 10/11/2024.
გისურვებთ წარმატებას!
სამშენებლო, უძრავი ქონება
გეოდეზისტი
ნახვები 394
უნიკალური ნახვები 380