11 ოქტ - 09 ნოე
მომავლის პროფესიების/ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მასწავლებელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
„ბაქსვუდის სკოლა - თბილისი“ აცხადებს ვაკანსიას 2024-2025 სასწავლო წლის მომავლის პროფესიების/ ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მასწავლებელის პოზიციაზე, წყნეთის ფილიალში.
ბაქსვუდის სკოლა მოწოდებულია შექმნას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო. დასაქმების დროს ყველა კვალიფიციური აპლიკანტის განცხადება განიხილება თანაბარ საფუძველზე.
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს ბაქსვუდის სკოლის სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივცრე, რომელსაც უკვე 23 წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს პოზიციისათვის აუცილებელი საკონკურსო ეტაპები:
კონკურსი ტარდება ორ ეტაპად:
  • პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით. ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. საჭიროების შემთხვევაში კონკურსანტს შეიძლება მოეთხოვოს საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება.
  • განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გამოცდილება: სკოლის ასაკის ბავშვებთან მუშაობა (სასურველია სკოლის სივრცეში მინ.1 წელი);

საჭირო კომპეტენციები:

  • ეფექტური ვერბალური და ციფრული კომუნიკაციის უნარები;
  • საბაზისო კომპიუტერული უნარები;
  • პროფესიული ზრდის ინტერესი და მოტივაცია;
  • გუნდური მუშაობისა და პოზიტიური სამუშაო ატმოსფეროს ხელშეწყობის უნარები;
  • ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესად)
  • სწავლების თანამედროვე დასავლური მეთოდოლოგიებისა და მიდგომების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

სერტიფიცირებული და სქემაში ჩართული კანდიდატები ისარგებლებენ უპირატესობით; ასევე უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც სწავლების გამოცდილება/ცოდნა აქვთ შემდეგი მიმართულებით : 3D მოდელირება და ბეჭვდა, რობოტექნიკა, არდუინო, პროგრამირება.


ფუნქციები:
  • მომავლის პროფესიების პროგრამაში შემავალი კურსის/კურსების (3D მოდელირება და ბეჭვდა, რობოტექნიკა, არდუინო, პროგრამირება) სწავლება
  • მომავლის პროფესიების კონსტრუქტორებისა და საჭირო მატერიალების გამზადება საგაკვეთილო პროცესისთვის;
  • სკოლის მიერ ორგანიზებულ გამოფენებში და კონკურსებში ჩართულობა;
  • მოსწავლეებთან აქტიური კომუნიკაცია.

სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან - 17:00 საათამდე (შაბათ კვირის გარდა);
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: career@buckswood.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მომავლის პროფესიების/ ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მასწავლებელი
ბაქსვუდის სკოლა მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.
მეცნიერება/განათლება
სკოლის მასწავლებელი
ნახვები 90
უნიკალური ნახვები 87