15 ოქტ - დღეს
სტანდარტი
გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@pinskdrev.ge
ავეჯის სახლი პინსკდრევი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე (გაყიდვების მენეჯერი).
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივნის ნომერი 20.
სამუშაო პირობები :
ანაზღაურება, ხელზე ასაღები ხელფასი + ბონუსი : 1,140₾-დან 2,350₾-მდე.
სამუშაო საათები: სრულ განაკვეთზე, 11:00-19:00 (შუალედში 1-საათიანი შესვენება), კვირაში 5 დღე (კვირაში 2 დღე დასვენება).
მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო, პრემიუმ კლასის მაღაზია.
საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ხელმისაწვდომი ლოკაცია (გაჩერება) და პარკინგი თანამშრომლებისთვის.
კარიერული განვითარების და წინსვლის პერსპექტივა (კომპანიის ფილიალის მენეჯერის პოზიციამდე).
უფლება-მოვალეობები:
- მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქტის პრეზენტაცია კომპანიაში დაწესებული სტანდარტების მიხედვით, მისი რეალიზაციის მიზნით; როგორც სავაჭრო ობიექტზე, ასევე დისტანციურად.
- სავაჭრო სივრცეში (შოურუმში) განთავსებული პროდუქციის ფას მაჩვენებლების არსებობის და სისწორის კონტროლი;
- მომხმარებლებისთვის ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმება და შესაბამისი სალარო ოპერაციების შესრულება;
- კომპანიაში არსებული სამუშაო პროგრამების (სასაწყობე პროგრამა, ცრმ სისტემა) შესწავლა და მასში მუშაობა ყოველდღიურად საჭიროებისამებრ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- ავეჯის ან ზოგადად გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება;
- სასურველია, უცხო ენის, რუსულის და ინგლისურის ცოდნა, მინიმუმ საბაზისო დონეზე;
ჩვენს შესახებ:
ჰოლდინგი” პინსკდრევი” ევროპასა და აზიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წამყვანი ბრენდია, ავეჯი ევროპისა და ამერიკის კონტინენტის 100-ზე მეტ ქვეყანაში გადის ექსპორტზე, მათ შორის საქართველოში. საწარმოში დასაქმებულია დაახლოებით 10,000 ადამიანი და გააჩნია ავეჯის წარმოების 144 წლიანი გამოცდილება (დაარსდა 1880 წელს). ავეჯზე ვრცელდება 18-თვიანი ქარხნული გარანტია.
ჩვენ ვართ აღნიშნული ჰოლდინგის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში და ვფლობთ პინსკდრევის ავეჯის რეალიზაციის ექსლუზიურ უფლებას საქართველოს ბაზარზე, ჯერ კიდევ 2011 წლიდან. ჩვენი ლოკაცია მდებარეობს აღმაშენებლის ხეივანზე, ე.წ. ავეჯის ზონაში, ჩვენი მაღაზია გამოირჩევა მომხმარებლების მაღალი ტრაფიკით (მოძრაობა), თვეში საშუალოდ +500 ადამიანი, აღნიშნული ფაქტორი ხელს გვიწყობს გაყიდვების მაღალი მაჩვენებლების დაფიქსირებაში.
ჩვენი გუნდი თითქმის სრულად დაკომპლექტებულია და გვაქვს ვაკანტური მხოლოდ 2 ადგილი, ასე რომ იჩქარეთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ჩვენს ოფიციალურ მეილზე და დაელოდეთ ჩვენგან უკუკავშირს 1 სამუშაო დღის ვადაში.
გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@pinskdrev.ge
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 118
უნიკალური ნახვები 112