შემდეგი
31 ოქტ - დღეს
სტარტი
მშენებელ-ინჟინერი 1
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 15 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@artwin.ge
სამშენებლო კომპანია Artwin Georgia აცხადებს ვაკანსიას მშენებელ-ინჟინერის თანამდებობაზე:
სამუშაო ადგილი: კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული სამშენებლო ობიექტების ტერიტორია (მდებარეობს თბილისში და/ან თბილისიდან 30 კმ დაშორებით)
ძირითადი მოვალეობები:
- მშენებლობის პროცესის პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
- პროექტებში არსებული ტექნიკური საკითხების გადამოწმება, სპეციფიკაციის შედგენა და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება;
- არსებული ტექნიკური პრობლემური საკითხების ოპტიმალურად გაუმჯობესების სპეციფიკაციის მომზადება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება;
- პროექტების განხორციელებისას ცვლილებების საჭიროებების საინჟირნო-ტექნიკური ანალიზი, გადაწყვეტილებების ალტერნატივების მომზადება, განხილვა საპროექტო გუნდთან და პროექტის მენეჯერთან ერთად;
- პროექტების მიმდინარეობისას ცვლილებების საჭიროების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი;
- სამშენებლო მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის, მოცულობების აღრიცხვიანობა, კონტროლი;
- ობიექტის სამუშაოთა პროგრესის შესახებ ყოველდღიური ანგარიშების მომზადება;
- სამშენებლო ნორმების და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- კონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
- ობიექტის მიმდინარე საინჟინრო პროცესების მონიტორინგი და რეპორტინგი.
- სამშენებლო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და მიმდინარე დანახარჯებთან შედარება;
- ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა მენეჯმენტთან;
- უსაფრთხოების ნორმების ცოდნა და დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (მშენებელ ინჟინერის განხრით)
- სამუშაო გამოცდილება - 15 წელი სამშენებლო კომპანიაში, მსგავს პოზიციაზე;
- ინდუსტრიული შენობა-ნაგებობების მშენებლობის კუთხით.
- ნახაზის წაკითხვის, პროპორციულობისა და პროდუქტის მარკიანობის ცოდნა.
- უცხო ენები: ქართული, ინგლისური (მაღალ დონეზე)
- თურქული (სასურველია).
პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებული.
ბენეფიტები:
- კვება
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ულიმიტო სასაუბრო დრო
ანაზღაურება - მაღალი, კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: info@artwin.ge , სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
სამშენებლო, უძრავი ქონება
მშენებლობა(ზოგადი)
ნახვები 349
უნიკალური ნახვები 333