31 ოქტ - დღეს
სტარტი
მშენებელ-ინჟინერი 2
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 7 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო კომპანია Artwin Georgia აცხადებს ვაკანსიას მშენებელ-ინჟინერის თანამდებობაზე:
სამუშაო ადგილი: კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული სამშენებლო ობიექტების ტერიტორია (მდებარეობს თბილისში და/ან თბილისიდან 30 კმ დაშორებით)

ძირითადი მოვალეობები:
  • მშენებლობის პროცესის პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
  • პროექტებში არსებული ტექნიკური საკითხების გადამოწმება, სპეციფიკაციის შედგენა და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება;
  • არსებული ტექნიკური პრობლემური საკითხების ოპტიმალურად გაუმჯობესების სპეციფიკაციის მომზადება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება;
  • პროექტების განხორციელებისას ცვლილებების საჭიროებების საინჟირნო-ტექნიკური ანალიზი, გადაწყვეტილებების ალტერნატივების მომზადება, განხილვა საპროექტო გუნდთან და პროექტის მენეჯერთან ერთად;
  • პროექტების მიმდინარეობისას ცვლილებების საჭიროების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი;
  • სამშენებლო მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის, მოცულობების აღრიცხვიანობა, კონტროლი;
  • ობიექტის სამუშაოთა პროგრესის შესახებ ყოველდღიური ანგარიშების მომზადება;
  • სამშენებლო ნორმების და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • კონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
  • ობიექტის მიმდინარე საინჟინრო პროცესების მონიტორინგი და რეპორტინგი.
  • სამშენებლო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და მიმდინარე დანახარჯებთან შედარება;
  • ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა მენეჯმენტთან;
  • უსაფრთხოების ნორმების ცოდნა და დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (მშენებელ ინჟინერის განხრით)
  • სამუშაო გამოცდილება - 7 წელი სამშენებლო კომპანიაში, მსგავს პოზიციაზე;
  • ინდუსტრიული შენობა-ნაგებობების მშენებლობის კუთხით.
  • ნახაზის წაკითხვის, პროპორციულობისა და პროდუქტის მარკიანობის ცოდნა.
  • უცხო ენები: ქართული, ინგლისური (მაღალ დონეზე)
  • თურქული (სასურველია).

პიროვნული თვისებები:
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებული.

ბენეფიტები:
  • კვება
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ულიმიტო სასაუბრო დრო

ანაზღაურება - მაღალი, კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: info@artwin.ge , სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
სამშენებლო, უძრავი ქონება
მშენებლობა(ზოგადი)
ნახვები 1381
უნიკალური ნახვები 1190